დავით ქართველიშვილი: სექტემბერში უკრაინის გავლით ქვეყანაში იგეგმება 200 მილიონი ა.შ.შ. დოლარის შემოტანა, რომელიც მოხმარდება მთლიანად ოპოზიციური სექტორის დაფინანსებას (საქმეში ჩართული იქნებიან დავით კეზერაშვილი და მიხეილ ხოდორკოვსკი)
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
558 07 ივნისი 2023, 13:28
„ამყირავებლების“ აქილევსის ქუსლად კვლავ რჩება ძირითად მოთამაშეებს შორის დაპირისპირება, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი უთანხმოების დარეგულირებას. განსაკუთრებით მატულობს მათ შორის პარანოიდალური ეჭვები, რომ მათ რიგებში ყოველი მეორე “სუს“-თან თანამშრომლობს”, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს „აყირავების“ სქემაში მორიგი მოქმედი პირი ოპოზიციური სპექტრია, ძირითადი დავალებების შემსრულებელი კი - ნაცმოძრაობაა, რომელზე დაყრდნობითაც ამერიკის საელჩოს პატრონაჟით კონკრეტული ქმედებები ხორციელდება.
„საქართველოს „აყირავების“ სქემაში მორიგი მოქმედი პირი ე.წ. ოპოზიციური სპექტრია. წესით და რიგით, მას უნდა ეკავოს წამყვანი როლი, თუმცა ნებისმიერი „მსახიობი“, რომელსაც „სცენაზე“ მხოლოდ მერკანტილური მოტივაციაღა დარჩენია, მადლიერი „მაყურებლის“ აპლოდისმენტების იმედი არ უნდა ჰქონდეს. არანაირი პარტიული თუ პროგრამული წინსვლის პირობებში დარჩენილი, ამ ეტაპზეც კურატორების დავალებების ძირითადი შემსრულებელი კვლავ ნაცმოძრაობაა. მასზე დაყრდნობით, ხელისუფლების „აყირავების“ მიზნით აშშ-ს საელჩოს პატრონაჟით: მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციური ბირთვების ჩამოყალიბების თაობაზე, სადაც ჩვენთვის კარგად ცნობილი გარე ძალების ზეგავლენით იგრძნობა საერთო პოლიტიკური ფრონტის ფორმირების სურვილი „ამყირავებლების“ აქილევსის ქუსლად კვლავ რჩება ძირითად მოთამაშეებს შორის დაპირისპირება, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი უთანხმოების დარეგულირებას. განსაკუთრებით მატულობს მათ შორის პარანოიდალური ეჭვები, რომ მათ რიგებში ყოველი მეორე “სუს“-თან თანამშრომლობს - რაც არ არის ჩვენთვის ცუდი და ამ ეჭვების გაღვივებას მხოლოდ მივესალმებით ასეთი გამოშიგნული, უუნარო და უსუსური ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, ამიტომ ამ ეტაპზე გარე ძალების ჩართულობის გარეშე, ვითარების “აყირავების“ შიდა ავტონომიური რესურსი მათ არ გააჩნიათ
რა ხდება ამ კუთხით დღესდღეობით ოპოზიციის „ფლაგმანად“ ჯერ კიდევ მიჩნეულ, მაგრამ ჩაძირვისაკენ განწირულ მათ „ტიტანიკ“ ნაცმოძრაობაში: სულ უფრო მატულობს შიდა დაპირისპირების ხარისხი და რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით არ იკვეთება. ეს კარგად დასტურდება კობა ნაყოფიას მიერ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილიდანაც, რომლის თანახმადაც პოლარიზაცია დავიდა პარტიულ აქტივის დონეზეც, ხოლო კეზერაშვილზე BBC-ს სიუჟეტმა პარტიას მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი. კობა ნაყოფია პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას ხედავს ძველი პოლიტსაბჭოს აღდგენაში, მისი მოსაზრებით, ახალ სკანდალს პარტია ვეღარ გადაიტანს. გარდა ერთმანეთში „სუს“-ელების პარანოიდალური ძებნა/გამოაშკარავებისა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირებისა და უკმაყოფილების ძირითადი მიზეზია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის გაცემული, შეუსრულებელი დაპირება, რომლითაც აქტიურად პედალირებენ მელიას მხარდამჭერები. ასევე, როგორც თავად მიიჩნევენ, კატასტროფულად არასაკმარისი დაფინანსება (რაც კეზერაშვილის ფრთისთვის ხმის მიცემითაც არ გამოსწორდა) და ნიკა მელია, რომელმაც გადაიფიქრა პარტიის დატოვება და ახლის შექმნა - ის სარგებლობს შექმნილი ვითარებით, რა დროსაც სხვადასხვა ეთერებიდან ცდილობს მიიტანოს “შეტევა“ ხაბეიშვილის ფლანგზე. მაგრამ, სააკაშვილიც „იქეთ იყოს“, ნაც/ელიტის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მაინც ფულია, უფრო სწორედ, მისი არასაკმარისი რაოდენობა, რომელსაც დავით კეზერაშვილი არ ხარჯავს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც გასცა საამისოდ წინასაარჩევნო პირობა (მათ შორის უკრაინაშიც). შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალტერნატიული დაფინანსების მოძიებას ცდილობს ვანო მერაბიშვილი, აღნიშნულისთვის მან მიმართვა გააკეთა უკრაინაში დავით არახამიასთან. დადასტურებული ინფორმაციით, სექტემბერში უკრაინის გავლით ქვეყანაში იგეგმება 200 მილიონი ა.შ.შ. დოლარის შემოტანა, რომელიც მოხმარდება მთლიანად ოპოზიციური სექტორის დაფინანსებას (საქმეში ჩართული იქნებიან დავით კეზერაშვილი და მიხეილ ხოდორკოვსკი). შესაძლოა თანხები შემოვიდეს სხვადასხვა ფონდების ან ხოდორკოვსკის განკარგულებაში არსებული კომპანიების მეშვეობით. მერაბიშვილის განცხადებით, შემოსული ფული მოხმარდება ყველას, როგორც მცირე ისე დიდ “აქტორებს“. იმედია, „რუსული“ მაკონტროლირებელი კანონის არარსებობის პირობებში თანხების გადანაწილება უფრო თამამად და „მხიარულად“ წარიმართება. ასევე, ადგილზე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავენ ჭყონიების ოჯახის მეშვეობით. მერაბიშვილის გეგმით, პირველ ნომრად საპარლამენტო სიაში ჩასმული უნდა იქნას სოფო ჭყონია, რაც შეიძლება არ იყოს აზრს მოკლებული, რადგან ერთის მხრივ ვანო მერაბიშვილი სწორედ ესე “ალაგებს“ საქმეებს: ფულის მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა - საარჩევნო სია, მით უმეტეს, რომ თემურ ჭყონია და მისი კომპანია უკვე ღიად გამოირჩევა თავისი პოლიტიკური აქტიურობით. ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას დანამდვილებით - სოფო ჭყონიას ამზადებენ პოლიტიკაში შემოსასვლელად. ეს შესაძლოა იყოს როგორც „ე.ნ.მ.“, ისე „ლელო“, რომლის ლიდერ მამუკა ხაზარაძესთანაც, თემურ ჭყონიას გააჩნია საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. არანაკლებად „საინტერესოა“ ოპო-ფლანგის დანარჩენი „აქტორების“ პერსპექტივების მიმოხილვა, რასაც შემდგომ „სერიებში“ აუცილებლად დავუბრუნდებით“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი