ზურაბ ქადაგიძე: გვახსოვს საარჩევნოდ დარიგებული ათი ათასობით მოქალაქეობა, რომელთაც პირადი სიმპათიის გამო ანიჭებდა სააკაშვილი სრულიად უცხო წარმომავლობის პიროვნებებს - მაშინ სად ბრძანდებოდნენ ჩვენი ექსტრემისტები, რატომ არ აპროტესტებდნენ ერთ დღეში უსაფუძვლოდ გაცემულ 30000-მდე მოქალაქეობას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
534 07 ივნისი 2023, 13:31
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

ქადაგიძის თქმით, მთავრობის ინიციატივით, აღნიშნული ცვლილება მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში, ყველა საერთაშორისო პრაქტიკის და ნორმის გათვალისწინებით შევა, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც ცდილობს მოგონილი „ნარატივებით“ სკანდალი შექმნას. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ, პირადი სიმპათიის გამო მოქალაქეობას ანიჭებდა ადამიანებს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებიათ.

„მთავრობის მეთაურის ინიციატივით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეობის შესახებ ცვლილებები შედის. ეს ერთის მხრივ ამარტივებს პროცედურებს, ხოლო თავისთავად წესრიგდება ნორმა და მიღების საშუალება, რაც თავსებადია ყველა საერთაშორისო რეკომენდაციასთან და ითვალისწინებს გამოცდილ პრაქტიკას. • მოქალაქეობის მსურველთა გამოცდის (ქართული ენა, ისტორია და ქართული სამართლის საფუძვლები) წარუმატებლობის შემთხვევაში, ერთი წლის ვადაში შესაძლებელი ხდება განმეორებით ტესტირება. შესაბამისად, მოქალაქეობას ვერ მიიღებს პიროვნება, ვისაც ქართული ენა, ისტორია და სამართლის საფუძვლები არ ეცოდინება. • მოქალაქეობის მსურველს სახელმწიფოსგან უარის შემთხვევაში, ერთი წლით ჰქონდა შეზღუდული განმეორებითი მოთხოვნა და ვადა 6 თვემდე მცირდება. ამასთანავე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეკომენდაციით, მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთაც საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ვალდებულება აქვთ, მცირდება 5 წლით. ყველა ცვლილება და ნორმა საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს.
ამ ცვლილებებზე ჩვენმა ექსტრემისტმა რადიკალებმა ისტერია ატეხეს და მოგონილი "ნარატივებით" ცდილობენ, თითქოს სკანდალი შექმნან. არა და, რა საოცარი ეს არქივი არა? ყველას კარგად გვახსოვს საარჩევნოდ დარიგებული ათი ათასობით მოქალაქეობა და მხოლოდ მერკანტილური ინტერესებით დაკმაყოფილებული აპლიკანტები, რომელთაც პირადი სიმპათიის გამო ანიჭებდა სააკაშვილი, სრულიად უცხო წარმომავლობის პიროვნებებს. ნეტავ მაშინ სად ბრძანდებოდნენ ჩვენი ექსტრემისტები, რატომ არ აპროტესტებდნენ ერთ დღეში, უსაფუძვლოდ გაცემულ 30000-მდე მოქალაქეობას?“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი