ედიშერ გვენეტაძე: კალიფორნიის შტატის მცხოვრებლებმა, სახელდობრ, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებმა პროტესტი გამოუცხადეს იმ უმსგავსოებას რასაც ჰქვია სკოლის წინ ე.წ. ლგბტ პრაიდის ჩატარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
571 07 ივნისი 2023, 14:49
აშშ-ში დაიწყო ის, რაც უნდა დაწყებულიყო! - ამის შესახებ ექსპერტი, ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, კალიფორნიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს, სადაც მშობლებმა სკოლის ტერიტორიაზე LGBTQ+ ღონისძიების ჩატარება გააპროტესტეს.

ექსპერტის შეფასებით, მშობლების მძლავრი წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში მსგავს ღონისძიებებს კვლავ გააპროტესტებენ.
„აშშ-ში დაიწყო ის, რაც უნდა დაწყებულიყო! კალიფორნიის შტატის მცხოვრებლებმა, სახელდობრ, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებმა პროტესტი გამოუცხადეს იმ უმსგავსოებას რასაც ჰქვია სკოლის წინ ე.წ. ლგბტ პრაიდის ჩატარება! მშობლები აცხადებენ, რომ ისინი არ გაუშვებენ სკოლაში თავიანთ შვილებს, ვინაიდან მიუხედავად მათი არაერთგზის თხოვნისა არ მიეცა დირექციას უფლება სკოლის წინ პრაიდის ჩატარებისა, მათი თხოვნა უგულებელყოფილი იქნა! ისეთი მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიეს ადმინისტრაციას მშობლებმა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა პატრულთა გაძლიერებული რაზმები გამოეძახებინა!
ამრიგად მკაფიოდ ჩანს, რომ ლგბტ "შემოქმედნი" ხელისგულს ურტყამენ მოგრძო მახათს და ისეთი პირი უჩანს ამ საქმეს, რომ ეს გრძელი მახათი ლგბტ-ებს ახლო მომავალში ძალიან ღრმად და საფუძვლიანად დაასახიჩრებს სხვადასხვა ადგილებში!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი