ამირან სალუქვაძე ტრამპისთვის ბრალის წარდგენაზე: ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება... იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან, 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
517 10 ივნისი 2023, 11:38

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში აფასებს. სალუქვაძის განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპის აგარაკზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ აღმოეჩინათ საიდუმლო დოკუმენტები და ბაიდენის ადმინისტრაციას მანამდე არაფერი სცოდნოდა.

ექსპერტი ასევე პარალელს ავლებს სააკაშვილის საქმესთან და სვამს კითხვას, გადახედონ, თუ რა დანაშაულებს აარიდეს თავი მესამე პრეზიდენტმა და მისმა მაღალჩინოსნებმა კოჰაბიტაციის საშუალებით.

„ტრამპს 400 წელი ციხე ემუქრება. ბრალდება 38 პუნქტისგან შედგება. 400 წელი საიდუმლო საბუთების არასწორად შენახვის და სავარაუდო ჯაშუშობის გამო. საიდუმლო საბუთს როცა შემომიტანდა გასაცნობად/სამუშაოდ საიდუმლო ნაწილის უფროსი, სანამ უკან არ დავუბრუნებდი, სახლში არ მიდიოდა.

აშშ-ში როგორაა საიდუმლო საქმისწარმოება ორგანიზებული, არ ვიცი. ეჭვი მეპარება, რომ ბაიდენი მის მიერ წაკითხული საიდუმლო საბუთების შენახვაზე ზრუნავდეს. როგორც ამ თვეების განმავლობაშ გაირკვა, წინა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებსაც უპოვეს „ბღუჯა-ბღუჯა“ საბუთები, ზოგს აგარაკზე, ზოგს ავტოფარეხში.

შეიძლება თანამდებობიდან წასვლიდან 2 წლის შემდეგ აღმოაჩინონ, რომ ათობით, შეიძლება ასობით (ტრამპის აგარაკზე ათობით მუყაოს ყუთი აჩვენეს) საიდუმლო საბუთის დაკარგვის შესახებ ამ დროის მანძილზე არ სცოდნოდათ? საიდუმლო საბუთებზე მკაცრი აღრიცხვა და კონტროლია. უზარმაზარი ადმინისტრაცია, პლუს სპეცსამსახურები... ხმაური ატყდა ძველი ადმინისტრაციის წასვლიდან 2 წლის შემდეგ. ერთდროულად აღმოუჩინეს ყოფილ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და ა.შ.
ცალკე საკითხია კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირის გასამართლება და ძალიან დიდი სასჯელების გამოტანა.

ჰოდა, იქნებ სააკაშვილის ბრალდებები უკეთ გადაიკითხონ და თქვან 6 წელი ხომ არ ეცოტავებათ? ასევე გადახედონ, რა დანაშაულებს აარიდეს თავი სააკაშვილმა და მისმა მაღალჩინოსნებმა დასავლეთიდან თავსმოხვეული თანაცხოვრების (კოჰაბიტაციის) გამო?! ახლა მეორე სერიაა დაწყებული, დეპოლარიზაციის სახელით.” - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი