თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენი ამოცანაა, ლაზარეს თემა იქამდე ვაცოცხლოთ, ვიდრე ამ ხელისუფლებას გარეთ არ შეექმნება ისეთი კრიზისი, რომ დათმობებზე წასვლა და მისი გათავისუფლება მოუწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
632 14 ივნისი 2023, 10:29

ჩვენი ამოცანაა, ლაზარეს თემა იქამდე ვაცოცხლოთ, ვიდრე ამ ხელისუფლებას გარეთ არ შეექმნება ისეთი კრიზისი, რომ დათმობებზე წასვლა და მისი გათავისუფლება მოუწევს-ამის თაობაზე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

“წინასწარ გამოცხადებული დამნაშავით სასამართლოს ქრონიკებიდან არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია. ჩვენი ამოცანა არის, რომ ლაზარეს თემა იქამდე ვაცოცხლოთ და იქამდე დავსახოთ პრობლემად, ვიდრე ამ ხელისუფლებას გარეთ არ შეექმნება ისეთი კრიზისი, რომ დათმობებზე წასვლა და ლაზარეს გათავისუფლება მოუწევს. 

"ანუ, ჩვენი ამოცანაა, ლაზარეს ყურადღება იქამდე ჰქონდეს და მისმა თემამ იქამდე იცოცხლოს, არავის დაავიწყდეს და არავინ შემოდოს თაროზე, ვიდრე ისეთი კრიზისი არ შეიქმნება, რაც ამ პუტინისტურ რეჟიმს დაათმობინებს და გააგდებინებს ამ ლუკმას, ახალგაზრდა ადამიანის სახით, რომელიც სატანისტად, ორიენტაცია არეულად გამოაცხადეს" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი