ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარლამენტში შშმ ბავშვების გამოყენებით პოლიტიკური „პროტესტი“ ყოვლად მიუღებელი და ამორალური იყო, უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
538 14 ივნისი 2023, 15:35

პარლამენტში შშმ ბავშვების გამოყენებით პოლიტიკური „პროტესტი“ ყოვლად მიუღებელი და ამორალური იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რაქვიაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„დღეს ამის გამო იყო ჩხუბი პარლამენტში. ოღონდ, არა ბანერის გამო. ეს ქალი შემოყვა შშმ ბავშვებს (ალბათ, მშობელი იყო). გამოფენაცაა დღეს პარლამენტში დაუნის სინდრომზე. ხოდა, ეს პოლიტიკური „პროტესტი“ ამ ბავშვების გამოყენებით იყო ყოვლად მიუღებელი და ამორალური. უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ. არც ამ ამბის ისე გაშუქებაა სწორი, გეგონება „ქოცებს რუბლები მიაყარეს“. აშკარად სხვა რაღაც მოხდა პარლამენტში და არაფერი, რაც მოსაწონი შეიძლება ყოფილიყო“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი