დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ატომური ენერგეტიკა რჩება დამოკიდებული რუსულ ატომურ საწვავზე და წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს უხდის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
545 16 ივნისი 2023, 11:25

მიუხედავად მე-10 თუ მე-11 საერთაშორისო სანქციების პაკეტებისა, აშშ-ს ატომური ენერგეტიკა რჩება დამოკიდებული რუსულ ატომურ საწვავზე და წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს უხდის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს გამდიდრებულ ურანში, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში New York Times-ის სტატიას, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-მა ვერ იპოვა გამდიდრებული ურანის ალტერნატიული მომწოდებელი, ვინაიდან, რუსეთს ამ სფეროში, მსოფლიო ბაზრის ნახევარი უჭირავს. მისივე თქმით, თავად ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ვაშინგტონმა უნდა აღიაროს მოსკოვზე დამოკიდებულება ბირთვული საწვავით მომარაგების საკითხში, ამ ფონზე კი, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ფაქტების უშედეგო მოძიებას აგრძელებენ.

„მიუხედავად მე-10 თუ მე-11 საერთაშორისო სანქციების პაკეტებისა, აშშ-ს ატომური ენერგეტიკა რჩება დამოკიდებული რუსულ ატომურ საწვავზე და წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარს უხდის Rosatom-ის შვილობილ კომპანიებს გამდიდრებულ ურანში, ვინაიდან ვერ პოულობს ალტერნატიულ მიმწოდებელს იმავე დაბალ ფასად, წერს The New York Times (NYT). ვერ პოულობს და რა ქნას?
რა ქნას, თუ შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის ურანს არავინ ამდიდრებს, ვინაიდან 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვაშინგტონმა შეწყვიტა ურანის გამდიდრება და რუსულმა საწვავმა საბოლოოდ დაიკავა მსოფლიო ბაზრის ნახევარი. ამიტომაც, აშშ-ში გამოყენებული გამდიდრებული ურანის დაახლოებით მესამედი კვლავ რუსეთიდან შემოდის.

NYT ხაზს უსვამს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადი აშშ-დან რუსეთში და ის გრძელდება მიუხედავად ვაშინგტონის მოკავშირეების დაჟინებული მცდელობისა - გაწყვიტონ ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან. „მსოფლიოს ათეული ქვეყანაა დამოკიდებული რუსეთზე გამდიდრებული ურანის გამო“, დასძენს გამოცემა და მიუთითებს, რომ აშშ-ს მთავრობას არ გამოუჩენია დიდი მონდომება შიდა გამდიდრების დასაწყებად.

მაისში გამოცემა Newsweek-მა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, ვაშინგტონმა უნდა აღიაროს მისი დამოკიდებულება მოსკოვზე ბირთვული საწვავის მომარაგების საკვანძო საკითხში. მანამდე კი, ფრანგი და გერმანელი ჟურნალისტები აგრძელებენ საქართველოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ფაქტების უშედეგო მოძიებას, ხოლო თემურ ჭყონია აგრძელებს რუსეთის მომარაგებას სანქცირებული „კოკა-კოლას" პროდუქციით“, - წერს დავით ქართველიშვილი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი