თამთა მეგრელიშვილი: თემურ ჭყონია არის ბიზნესმენი, რომელმაც მიიღო  და მხარი ღიად დაუჭირა ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 16 ივნისი 2023, 19:04
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „მაკდონალდსისა“ და თემურ ჭყონიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს,  „თემურ ჭყონია არის ბიზნესმენი, რომელმაც მიიღო  და მხარი ღიად დაუჭირა ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში“:

„ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ, რაც ცივილიზებურმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო  და შეითვისა.

ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომელიც უპირისპირდება აქამდე არსებულ ყველა ფასეულს!

და მაინც, ამ ბრძოლაში პირველადი დარტყმის ობიექტი არის ახალი თაობა, ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით.

თემურ ჭყონია არის ბიზნესმენი, რომელმაც მიიღო  და მხარი ღიად დაუჭირა ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში!

მან მოატყუა ქართველი ხალხი და მის მიერვე მოხდილი ბოდიში უკან წაიღო!

საზოგადოებაში ბავშვებისათვის „მაკდონალდსის“ მიერ შეთავაზებულმა უზნეობის პროპაგანდამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, „მაკდონალდსმა“ მარკეტინგული გათვლით „მარკეტინგული“ ბოდიში გაავრცელა, რაც მალევე უკან წაიღო და მობოდიშების ტექსტი წაშალა (ალბათ მათივე ბოსებმა ჭყონიას სათაო ოფისიდან დაუქნიეს თითი).

და მაინც, სათაო ოფისის ინტერესებს ამოფარებული თემურ ჭყონია ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა და საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად სტატუსებში დაიკარგა.

არ გამოვა, ჭყონია, არა, ყველა ყველაფერს ვხედავთ და ყველამ ყველაფერი ვიცით.“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი