ცემა და თავპირისმტვრევა არავის უხარია, მაგრამ როცა შენთვის ყველაზე ღირებულს, მრწამსს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ, მზად უნდა იყო, რომ ამაზე ვიღაც პასუხს მოგთხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
531 17 ივნისი 2023, 15:35
ცემა და  თავპირისმტვრევა არავის უხარია და არც არავის იზიდავს, მაგრამ როდესაც შენთვის ყველაზე ღირებულს და მრწამსს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ - პასუხს რომ ამაზე ვიღაც მოგთხოვს, ამისთვისაც უნდა იყო მზად - ექსპერტი ირაკლი ლატარია ზურაბ გირჩ ჯაფარიძეზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ლიბერალიზმის შეფუთვით თავზე დააჯდნენ ყველას ჩვეულებრივი ფაშისტები.

„არასოდეს მხიბლავდა ეს ძალადობა, მივარდნ - მოვარდნები მაგრამ თავზე გადაისხეს რა.... აი ასე უმცირესობა, მაქსიმუმ 10 კაცი გამოდის და დედას აგინებს ყველას და ყველაფერს რაც ზოგადად ქართველი ადამიანის უმრავლესობას უყვარს. თავზე დააჯდნენ ყველას და თან ლიბერალიზმის შეფუთვით, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. და ამ ყველაფრის შემდეგ, თუ სადმე ჩავლენ, თან ბლატაობით და ხალხი მიუვარდა და დაგროვილი წყენა, ბრაზი და უკმაყოფილება გამოხატეს - ეს კიდევ ვინმეს უკვირს? ანუ რა უნდათ? დედა აგინონ ყველას და ამაზე არავინ საყვედურიც არ გამოხატოს? ცემა და  თავპირის დამტვრევა არავის უხარია და არც არავის იზიდავს, მაგრამ როდესაც შენთვის ყველაზე ღირებულს და მრწამს 24 საათი დასცინიან, აგინებენ, მიწასთან ასწორებენ - პასუხს რომ ამაზე ვიღაც მოგთხოვს, ამისთვისაც უნდა იყო მზად...ეგაა და ეგ - სხვა დანარჩენი ლირიკაა“, - წერს ლატარია facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი