ცუდია და საგანგაშო რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს? 
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
537 17 ივნისი 2023, 17:08
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 
ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ როგორც ჩანს  გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცეები დაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire.
ანალიტიკოსის თქმით, კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს.
“როდესაც ამ დილით სტატუსი დავწერე ფასეულობათა კონფლიქტზე, ჯერ კიდევ არ მქონდა გაგებული გირჩი ჯაფარიძის გალახვაზე, ბორჯომში ხალხის პროტესტზე "დემოკრატიის სასწავლად" დაგეგმილ ახალგაზრდების  ტრენინგის გამო, ასევე თსუ-ში სტუდენტების დაპირისპირებაზე,  რუბლების მსროლელებთან, თითქოს მათი შეფინია არ იღებდეს მილიონობით ტკიცინა რუბლებს, პირდაპირ მოსკოვიდან.
ეს ყველაფერი არის ერთი ტენდენციის გამომხატველი, რომ საზოგადოების უმრავლესობამ როგორც ჩანს  გადაწყვიტა პასიონარულ და აგრესიულ უმცირესობას რაღაცეები დაანახოს და აგრძნობინოს მეთოდით fight fire with fire.
ცუდია და საგანგაშო რომ ძალადობრივი მეთოდები ჩაერია საქმეში, მაგრამ როდესაც ერთი მხარე ინდულგენციას იწერს ძალადობაზე, და ამას მაღალი მატერიებით ამართლებს, რა დარჩენია მეორე მხარეს? კონფლიქტოგენური სიტუაცია მწიფდება და შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი