ის ძალები, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას მიესალმებიან, ქართულ საზოგადოებას აქეზებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პოლიტიკაში ჩართვის აბსურდული წინადადებები მიიღონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
506 19 ივნისი 2023, 17:55
„საქართველოში, სადაც თურმე „დემოკრატიის უკუსვლაა“, როგორც ამას ის ძალები ამბობენ, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვაში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებს ტაშს უკრავენ, აბსურდამდეც კი მივდივართ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართულ პოლიტიკაში შემოსვლაზე  ფსონი კეთდება.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით  ქართველიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციის ისე განხილვა, როგორც აბსურდის თეატრის, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება. 

„მინდა ექსკლუზივი ვაცნობო ჩვენს მაყურებელს - რამდენიმე საათის წინ სტატუსმინიჭებულ მოლდოვაში, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოს ძალიან ბევრი პარამეტრით უსწრებს, მათ შორის, პოლიტიკურ კულტურაში, დემოკრატიის აყვავებასა და სხვა საკითხებში, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული: საკონსტიტუციო სასამართლომ კანონგარეშედ გამოაცხადა სიდიდით მეორე და ოპოზიციურ სპექტრში პირველი პარტია "შორი". ანუ, შემიძლია სტატუს მინიჭებულ მოლდოვას დემოკრატიის დინამიკური განვითარების გზაზე ეს დიდი „გამარჯვება“ მივულოცო, იმიტომ, რომ უკრაინის მსგავსად, ოპოზიციური მუხტი და სულისკვეთება აკრძალეს. 

საქართველოში კი, სადაც თურმე „დემოკრატიის უკუსვლაა“, როგორც ამას ის ძალები ამბობენ, რომლებიც უკრაინასა და მოლდავეთში მიმდინარე პროცესებს ტაშს უკრავენ, აბსურდამდეც კი მივდივართ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლაზე ფსონი კეთდება: ზოგიერთი სააკაშვილს, როგორც პრემიერ-მინისტრობის მომავალ კანდიდატს, ასეც კი განიხილავს. ამ მხრივ საუბარი მიდის უკრაინის კიდევ ერთ მოქალაქეზე - დავით არახამიაზე, რომელსაც თურმე ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა ჩააბარონ და ეს ადამიანი ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მოიაზრება და ა.შ. ანუ, ის ძალები, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატიის ფეხქვეშ აღვირახსნილად გათელვას მიესალმებიან, საქართველოში ქართულ საზოგადოებას აქეზებენ, რომ ნორმალურად მივიღოთ ეს აბსურდული წინადადებები, რომლებიც მათივე კარნახით მოდის ჩვენამდე. 

თუ აბსურდია, ბოლომდე აბსურდი იყოს - სააკაშვილს უკრაინის ელჩის იმ ვაკანტურ თანამდებობას მივანიჭებდი, მით უმეტეს, რომ ის მაინც აქ უნდა იყოს გარკვეული პერიოდი; მშვენიერი, უფასო ოფისი აქვს სახელმწიფოს ხარჯზე და მიღების საათების რაოდენობასაც შეუზღუდავად იყენებს - 1600-ს გადააჭარბა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელთაც მომაკვდავი ექს-პრეზიდენტი  თავის VIP პალატაში მოინახულეს. ამიტომ, სჯობს ამაზე იფიქრონ უკრაინამ და აშშ-მა. 

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პრეზიდენტის სიურპრიზებისადმი მიდრეკილება, რომელმაც ერთსაც - სააკაშვილსაც და მეორესაც - არახამიასაც, შესაძლოა, გაუგონარი ლოგიკით, როგორც განსაკუთრებულ გამონაკლისებს, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. ამ შემთხვევაში აბსურდის თეატრის მორიგ ეტაპზე გადავალთ, რომლისთვისაც მზად ვართ.“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი