ზურაბ ქადაგიძე გიგა კობალაძეზე: ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონება დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა - როცა სააშკარაოზე გამოვიდა მისი საციხო საქმეები, დგას ეს "ნაგლი" და რუსეთიო გაიძახის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
562 20 ივნისი 2023, 12:08
ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონებები დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის შესახებ.

ქადაგიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ, კობალაძემ თავის დასაცავად რუსეთის თემით დაიწყო აპელირება.
„აი ეს ბანდიტი ნაძირალა, რურუას ხელის ბიჭი კობალაძე ადგა, ავტორების 14 მილიონი მიითვისა, აშენდა, ქონებები დააგროვა და ქართველ შემსრულებლებს გროშებს უგდებდა. ახლა, როცა გაიჭედა და სააშკარაოზე გამოვიდა მისი საციხო საქმეები, დგას ეს "ნაგლი" და რუსეთიო გაიძახის... რუსეთი კი არა, შევარცხვინე ის ხელისუფლება, თუ შენ კაპიკ კაპიკ არ მოგატანინონ უკან ქართველი ავტორ/შემსრულებლების მოპარული ჰონორარები...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი