"მთავარის" ინფორმაციით, ავსტრიულმა ბანკმა, საქართველო დაასანქცირა - რეალურად კი, ავსტრიული ბანკის რუსული ფილიალი გარკვეულ შეზღუდვებში მოყვა და რიგ ქვეყნებში ვეღარ ახორციელებს კონკრეტულ სერვისებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 22 ივნისი 2023, 17:35
როდესაც თემა გამოგელია და ფიქრობ, როგორ გამოაცხო ისტერია, სიტყვა რუსულის გამოყენებით, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავსტრიულმა ბანკმა, საქართველო დაასანქცირა.

ქადაგიძის განმარტებით, რეალურად, ავსტრიული ბანკის რუსულ ფილიალს გარკვეული შეზღუდვები შეეხო და სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოში, სერვისებს ვეღარ ახორციელებს. მისივე თქმით, მსგავსი სახის ყალბი ამბები ერთი საათითაც ვეღარ ძლებს.

„როდესაც თემა გამოგელია და ფიქრობ, როგორ გამოაცხო ისტერია, სიტყვა რუსულის გამოყენებით...

"მთავარის" ინფორმაციით-ავსტრიულმა ბანკმა, საქართველო დაასანქცირა და გარკვეული სერვისები შეუზღუდა...

რეალურად კი-ავსტრიული ბანკის, რუსული ფილიალი გარკვეულ შეზღუდვებში მოყვა და რიგ ქვეყნებში ვეღარ ახორციელებს, კონკრეტულ სერვისებს. ამ ქვეყნებში საქართველოსთან ერთად მოლდოვაცაა მოხსენიებული და...

როგორ ხდება,რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსიანი მოლდოვაც დაასანქცირა ევროკავშირმა???

მოკლედ, ისეთ იდიოტობაშია ჩაძირული ჩვენი პარტ-მედიები,რომ მათი "ფეიკი" 1 საათიც ვეღარ ძლებს...“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი