დავით ქართველიშვილი რუსეთში მოქმედი Raiffeisenbank-ის გადაწყვეტილებაზე: როდესაც გიჭირს შენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული განწყობის დამალვა, მაგრამ ობიექტური რეალობა ამ მხრივ შენს წინააღმდეგ მოქმედებს - მიმართავ „ვირეშმაკობას“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
587 22 ივნისი 2023, 17:59
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ავსტრიის Raiffeisen ბანკი რუსეთში, საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში ევროს გადარიცხვებს აჩერებს“ და აღნიშნა, რომ „როდესაც გიჭირს შენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული განწყობის დამალვა, მაგრამ ობიექტური რეალობა ამ მხრივ შენს წინააღმდეგ მოქმედებს - მიმართავ "ვირეშმაკობას".

როგორც ქართველიშვილი წერს, მხოლოდ ორი სიტყვის გადანაცვლებით, ტრანსფორმირებული „ჰედლაინი“ იძენს „პოლიტიკურად“ საჭირო ჟღერადობას - „ავსტრიის ბანკი რუსეთში შეზღუდვებს უწესებს  საქართველოს გადარიცხვებში“, რითაც ქმნის „ფეიკ“ აღქმას, რომ ევროპამ გარკვეული ტიპის სანქციები დაუწესა ჩვენს ქვეყანას.


„როდესაც გიჭირს შენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრული განწყობის დამალვა, მაგრამ ობიექტური რეალობა ამ მხრივ შენს წინააღმდეგ მოქმედებს, მიმართავ „ვირეშმაკობას“. ამისთვის სულ რომ არ იყოს მოწყობილი შენი დაბალი IQ , არ შეშინდე - „ვირეშმაკობაში“ დიდოსტატები მოვლენ შენს დასახმარებლად. თუნდაც ამ „ვირეშმაკობაში“ „ფილოლოგიური“ ბრძოლის ელემენტების ჩართვით.

მაგალითად, USAID-ის ეგიდით გახსნილი მედია-სკოლები რეგიონებში ატარებენ ტრენინგებს თემაზე: „რუსული სახელისუფლებო დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები“. როდესაც ეკითხები: „სახელწოდებაში შეცდომა ხომ არაა? იქნებ - „რუსეთის ხელისუფლების?“ – „არა“, - ცბიერად გაჩერებენ,  - „რუსული სახელისუფლებო“. და შენთვის უკვე გასაგები ხდება, რაზეა (თუ ვისზეა) ეს „ფილოლოგიური“ მინიშნება გაკეთებული, რუსული „კანონის და ოცნების“ შემდეგ.

„მთავარი არხიც“ თავისი დამრიგებლების კარგი მოწაფე გამოდგა. მაგალითად, როდესაც „ნიუსის“ დედანი წერს, რომ რუსეთში მოქმედი ავსტრიის ერთ-ერთი ბანკის ფილიალი პრობლემებს უქმნის საქართველოს გადარიცხვებში, ეს „ისე რა“ სენსაცია გამოდის. გამოდის, რომ საქართველოს „რუსულ ოცნებას“ რუსეთივე უქმნის პრობლემებს, რაც პოლიტიკურად წამგებიანი თემაა.

ამიტომ, საქმეში შემოდის ვირეშმაკობა: მხოლოდ ორი სიტყვის გადანაცვლებით, ტრანსფორმირებული „ჰედლაინი“ იძენს „პოლიტიკურად“ საჭირო ჟღერადობას - „ავსტრიის ბანკი რუსეთში შეზღუდვებს უწესებს  საქართველოს გადარიცხვებში“, რითაც ქმნის „ფეიკ“ აღქმას, რომ ევროპამ გარკვეული ტიპის სანქციები დაუწესა ჩვენს ქვეყანას.
რამდენჯერაც არ მიმართავთ ამა თუ იმ „ვირეშმაკობის“ ილეთს, იმდენჯერ არ უნდა დაგვეზაროს აღიარება: იაფფასიანი შულერები, ჯამბაზები და იდიოტები ხართ. „მომაკვდავი მიშა“ მომიკითხეთ და მისი „მკურნალი“ ჯალათების კონსილიუმები“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი