მთავარია ხალხმა საბოლოოდ განსაზღვროს ერთმანეთის მაგინებელი ახალ მოყვრების ზურაბიშვილ-გვარამიას ქვეყანა უნდათ თუ ღირსეული საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
578 22 ივნისი 2023, 22:27
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მას მერე რასაც გვარამია  პრეზიდენტს ეძახდა და უწოდებდა, მინიმუმ ღირსება ხომ უნდა ჰქონდეს? 

ექსპერტის თქმით, სხვა რამ უფრო ღირებული და ფასეულია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიდრე ღირსება და დამოუკიდებელი სასამართლო! 

“მისი ნებაა, შეუძლია შეიწყალოს და შეიწყალა კიდეც, მაგრამ რის ფასად? მას მერე რასაც გვარამია  პრეზიდენტს ეძახდა და უწოდებდა, მინიმუმ ღირსება ხომ უნდა ჰქონდეს ? ე.ი. სხვა რამ უფრო ღირებული და ფასეულია სალომე ზურაბიშვილისთვის ვიდრე ღირსება და დამოუკიდებელი სასამართლო! ეტყობა ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს: ხაბეიშვილი საერთოდ ვერ ქაჩავს, იქნებ გვარამიამ გვიშველოსო! ჰოდა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ბრძანება და შეასრულა.  ომი ახალ ფაზაში შევიდა, მაგრამ ნურც იმას ვიტყვით, რომ არ ველოდით...ახლა მთვარია ხალხმა საბოლოოდ განსაზღვროს ერთმანეთის მაგინებელი ახალ მოყვრების ზურაბიშვილ-გვარამიას ქვეყანა უნდათ თუ ღირსეული საქართველო...”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი