ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს დღევანდელმა ლიდერებმა არაერთხელ თქვეს: ჩვენ ხალხს და ტერიტორიებს დავიბრუნებთ მშვიდობით, შერიგებით და განვითარებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
522 24 ივნისი 2023, 16:11

ნაცების ახალი მესიჯბოქსია, რომ დადგა იარაღის ხელში აღების და ტერიტორიების დაბრუნების დრო. ვერ ითმენენ, კიდევ ომს ითხოვენ!!! ნაცები ნამდვილად შესწირავდნენ ქვეყანას, მარტო დღევანდელი მათი პოზიციაც კმარა ამ დასკვნის გამოსატანად, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებების შესახებ.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თუ შეძლებ, ოდნავ ცივი გონებით შეხედო მოვლენების განვითარებას, მიხვდები რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს დღეს ჩვენი ქვეყანა, რას გადავრჩით და რაში არ შევყავით თავი.

„თუ შეძლებ, ოდნავ ცივი გონებით შეხედო მოვლენების განვითარებას, წამში მიხვდები რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებს დღეს ჩვენი ქვეყანა, რას გადავრჩით და რაში არ შევყავით თავი… მეორე ფრონტის გარეშე, რომელსაც ჩვენ არ დავთანხმდით, რუსეთის შეჯანჯღარება შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ ვერც კონტრშეტევამ გამოიღო რაიმე არსებითი შედეგი. საჭირო გახდა მეორე ფრონტი და ეს ვაგნერელებმა აიღეს საკუთარ თავზე… ნაცების ახალი მესიჯბოქსია, რომ დადგა იარაღის ხელში აღების და ტერიტორიების დაბრუნების დრო. ვერ ითმენენ, კიდევ ომს ითხოვენ!!! მოდი მესამე ფრონტიც სხვამ აიღოს საკუთარ თავზე, რატომ უნდა შევეწიროთ მაინცდამაინც ჩვენ ამ ომს??? ნაცები ნამდვილად შესწირავდნენ ქვეყანას, მარტო დღევანდელი მათი პოზიციაც კმარა ამ დასკვნის გამოსატანად! ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ საქართველოს დღევანდელმა ლიდერებმა არაერთხელ თქვეს: ჩვენ ხალხს და ტერიტორიებს დავიბრუნებთ მშვიდობით, შერიგებით და განვითარებით!!!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი