ირაკლი ზარქუა “მთავარი არხის” სიუჟეტზე: იმედია, ავტორს და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ  ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
626 25 ივნისი 2023, 17:44
ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა “მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დასაქმებულია და ხელფასიც ჰყოფნის. 

ზარქუას განცხადებით, იმედი აქვს, რომ სიუჟეტის ავტორებს, რომლებმაც რეალური ვითარება აჩვენეს, სამსახურიდან არ გაუშვებენ. მისივე თქმით, იმას, რომ უმუშევრობა მინიმუმამდეა შემცირებული, საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს.

“მეგობრებო გიზიარებთ მთავარი არხის სიუჟეტს დასაქმებაზე!!!
იმედია ამ სიუჟეტის ავტორს და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ  ამ საინტერესო და ობიექტური სიუჟეტის გამო!!! 

 P.s  სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, უმუშევრობა ისტორიულ
მინიმუმამდე დავიდა თუმცა კვლავ რჩება  მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც!” - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი