„ერთი კითხვა მაქვს ოპოზიციასთან ახალ მესიჯ-ბოქსთან  დაკავშირებით: მოლდოვა გამოვა დსთ-დან, თუ პუტინთან ერთად აპირებს ევროკავშირი მის მიღებას? - არ გაგვიკვირდება“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
494 26 ივნისი 2023, 16:52
დღეს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება, მივიღოთ სტატუსი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მაგრამ თურმე „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ზუსტად იმავე მესიჯებით  საუბრობენ ოპოზიციის სხვა წევრებიც“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ მისი ფუნქციური დატვირთვა მხოლოდ დღეს მოხერხდა, მისი პოლიტიკური პოტენციალი გამოყენებული არ იყო მისივე სახელმწიფო ინტერესებისთვის.

„დღეს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება, მივიღოთ სტატუსი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მაგრამ თურმე „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ზუსტად იმავე მესიჯებით  საუბრობენ ოპოზიციის სხვა წევრებიც. 

ბუნებრივია, დაიწყო ახალი პიარ-კამპანია, რათა მოსახლეობა ისევ  დეზინფორმაციის საშუალებით დაარწმუნონ ამ იდეის მართებულობაში. არადა, ქრონიკებს რომ მივყვეთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა და ვემზადებით სტატუსის მისაღებად. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდი შრომისა და მონდომების შედეგია. 

გარდა ამისა, გლობალური პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ფუნქციური დატვირთვა მხოლოდ დღეს მოხერხდა სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად. 

ეს იგივეა, რომ გქონდეს პოტენციალი და ვერ ახერხებდე შენი რესურსის გამოყენებას. საქართველოს პოლიტიკური პოტენციალიც არ იყო გამოყენებული დღემდე მისივე სახელმწიფო ინტერესებისთვის. ჩვენი პოლიტიკური დატვირთვა მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურებოდა და ამის გაგრძელება სურთ დღესაც. სწორედ ეს არის ის მთავარი საკითხი, რის გამოც ჩვენ ვაკრიტიკებთ  დასავლეთსა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ ოპოზიციას. 

რაც შეეხება სტატუსის მონიჭებას, დიახ, მსოფლიოსთვის საქართველო გეოპოლიტიკური კარიბჭეა და ევროპა ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. საქართველოს ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ეს ყბადაღებული სტატუსი და დამსახურებულად მივიღებთ. 

ერთი კითხვა მაქვს ოპოზიციასთან ახალ მესიჯ-ბოქსთან დაკავშირებით, მოლდოვა გამოვა დსთ-დან თუ პუტინთან ერთად აპირებს ევროკავშირი მის მიღებას? - არ გაგვიკვირდება.“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი