დავით ქართველიშვილი: რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერებისთვის არანაირ მორალურ-ეთიკურ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა იმ „ვაგნერის“ გულშემატკივრობა, რომელიც უკრაინელ ტყვეებს სასტიკად აწამებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
520 26 ივნისი 2023, 17:43
„მთელი რიგი ქვეყნების მიერ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი; ბახმუტის მიწასთან გასწორება „ვაგნერის“ სისხლიან, არაადამიანურ ნამუსზე არის - ამ ადამიანების გამოყენება და ამით სიხარული ხომ პოლიტიკური შიზოფრენიაა?“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პრიგოჟინის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა უნდა გვაინტერესებდეს მხოლოდ იმ შედეგებით, რომელიც შეიძლება საქართველოს დაუდგეს.

„ამ ე.წ. ერთიან ოპოზიციასთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ ერთიანი სამშობლოს, პრინციპების, საბაზისო, გამაერთიანებელი ფასეულობების პრიზმით ვუდგებით საკითხს, რაც აბსოლუტურად არასწორია. რამეში ჩანს მათი მიკუთვნილობა რომელიმე სამშობლოს - მით უმეტეს, საქართველოს მიმართ? მათთვის ხომ სულ ერთია რა სადენს წაუკიდებენ ცეცხლს და რომელ დენთის კასრს ააფეთქებენ. მათთვის არანაირ მორალურ-ეთიკურ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა იმ „ვაგნერის“ გულშემატკივრობა, რომელიც უკრაინელ ტყვეებს სასტიკად აწამებდა. მთელი რიგი ქვეყნების მიერ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი. რუსეთ-უკრაინის ომში უკვე 46 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იქიდან რამდენი ქართველია „ვაგნერის“ ხელით  მოკლული, ვინმეს დათვლილი აქვს? ბახმუტის მიწასთან გასწორება ხომ „ვაგნერის“ სისხლიან, არაადამიანურ ნამუსზე არის. და ამ ადამიანების გამოყენება და ამით სიხარული რას მივაწეროთ? ეს ხომ არის პოლიტიკური შიზოფრენია? ვერავითარ ლოგიკურ მარცვალს ვერ ვხედავ ამაში. 
ისევ პრიგოჟინის სამშობლოშია გამონათქვამი და გამოვიყენებ - „ხანდახან სჯობს სიჩუმე შეინარჩუნო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იდიოტის შთაბეჭდილებას ქმნიდე ამით, ვიდრე ამოიღო ხმა და ამაში უკანასკნელი ეჭვებიც კი გაფანტო“. რამდენი „ექსპერტი“ ამოტივტივდა - სამხედრო, პოლიტიკური; რამდენმა პოლიტიკურმა იდიოტმა ამოიღო ხმა, როდესაც ეიფორიით იძახოდნენ, რომ „დღეს პრიგოჟინები არიან“ და ა.შ. ეს რომ ასეთი ქცევის პრეცედენტი ყოფილიყო, კიდევ ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ მახსოვს, 2014 წელს რუსეთში დაიჭირეს ნადეჟდა სავჩენკო და შპიონაჟის გამო სასჯელი მიუსაჯეს. ბევრი ნაცი იყო გამოსული რუსთაველზე თუ ვაკის პარკთან, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ სივერაგეს. როდესაც გამოუშვა პუტინმა ეს სავჩენკო და რადამ დეპუტატის ხარისხით შეიყვანა პარლამენტში, იქ უკვე უკრაინელებმა რომ დააკავეს იმავე მუხლით - შპიონაჟი, ოღონდ ამჯერად რუსეთის სასარგებლოდ, რომელიმე ნაცი გინახავთ მის დასაცავად გამოსული? დაახლოებით იგივე სურათი აღიბეჭდა ამ პრიგოჟინთან და სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურასთან მიმართებით, რომელიც, წესით და რიგით, კულუარულად არც უნდა გვეხებოდეს და იმ კონსპიროლოგიურ მოსაზრებებში არც უნდა შევდიოდეთ. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ეს მხოლოდ იმ შედეგებით, რომელიც შეიძლება საქართველოს დაუდგეს.“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი