ბაჩო ოდიშარია - დენდროლოგიური პარკი არის საჯარო სიკეთე, რომლის შენარჩუნების ძვირადღირებული ფინანსური ტვირთი არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირს აქვს საკუთარ თავზე აღებული და ეს არის ქველმოქმედების ის ნიმუში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
472 27 ივნისი 2023, 19:55
დენდროლოგიური პარკი, არის უნიკალური სივრცე, რომელიც კერძო პირმა, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი სახსრებით ააშენა და საკუთარი სახსრებითვე ზრუნავს ამ პარკის საკმაოდ სპეციფიკური მოვლისა და მართვის საკითხებზე, - ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დენდროლოგიური პარკი ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის, ხოლო ის გარემოება, რომ კერძო საკუთრებაში მყოფი უნიკალური პარკი საჯარო სიკეთეა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მნიშვნელობაზე მეტყველებს.

“ტერმინის - საჯარო სიკეთე - განმარტება არის ძალიან კონკრეტული, ესაა ნებისმიერი ტიპის სერვისი (მათ შორის პარკი), რომელიც ყოველგვარი ფინანსური მოგების გარეშე მიეწოდება საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წევრს და ამ სერვისის პროვაიდერი სახელმწიფო იქნება თუ კერძო პირი, მნიშვნელობა არ აქვს. დენდროლოგიური პარკი, არის უნიკალური სივრცე, რომელიც კერძო პირმა, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი სახსრებით ააშენა და საკუთარი სახსრებითვე ზრუნავს ამ პარკის საკმაოდ სპეციფიკური მოვლისა და მართვის საკითხებზე. ეს არის საჯარო სიკეთე, რომლის შენარჩუნების ძვირადღირებული ფინანსური ტვირთი არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირს აქვს საკუთარ თავზე აღებული და ეს არის ქველმოქმედების ის ნიმუში, რომელიც ყოველთვის იყო ივანიშვილების ოჯახის ხელწერა - საჯარო სიკეთეების შექმნა ყოველგვარი ფინანსური დივიდენდის გარეშე. ვინც რამდენი არ უნდა აფრიალოს ის გარემოება, რომ პარკი კერძო საკუთრებაშია, გვერდს ვერავინ აუვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რომ დენდროპარკი არის საჯარო სიკეთე, რომელიც ღიაა ქართული საზოგადოების ყველა წევრისათვის; და ის, რომ კერძო საკუთრებაში მყოფი უნიკალური პარკი საჯარო სიკეთეა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. საპირისპიროდ ამის წარმოჩენა, ან მიზანმიმართულ პოლიტიკურ ტყუილს ემსახურება, ან საჯარო სიკეთის, როგორც სოციალური მოვლენის შინაარსის არ ცოდნას.” - წერს ბაჩო ოდიშარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი