ნიკა გვარამია: "პატრიარქს აგინა", "ერეკლეს შეურაცხყოფს", "LGBT პროპაგანდა" - ამ პროპაგანდისტულმა მესიჯებმა არ იმუშავა, არ გაიწოვა ეს აბსურდი ხალხში, ფუჭად დაითესა და მოსავალი არ მოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
616 28 ივნისი 2023, 13:45

პროპაგანდის ვერაგული ფორმა სარკისებური პროპაგანდაა, რაც ლიბერალური მედიის მიერ პროპაგანდის გაშუქებაში ვლინდება, რა დროსაც ჩვენ უნებურად ვავრცელებთ პროპაგანდისტულ ჰიპერტექსტებს, ვერთვებით და ამით ვქმნით პროპაგანდისტულ დისკურსებს. - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არ არის მხოლოდ (და არც უპირველეს ყოვლისა) მწვავედ კრიტიკული ოპონენტის დანაშაულებრივი გზით დასჯა. სინამდვილეში, ამ შემთხვევის, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის და სხვა მსგავსი დანაშაულების უპირველესი ამოცანა წარუმატებელი პროპაგანდის გადარჩენა-გაცოცხლების მცდელობაა: "პატრიარქს აგინა", "ერეკლეს (საქართველოს დიად წარსულს) შეურაცხყოფს", "LGBT პროპაგანდა" - ამ პროპაგანდისტულმა მესიჯებმა არ იმუშავა, იმედი, რ2 და სხვა პროპაგანდისტები ჩაფლავდნენ, არ გაიწოვა ეს აბსურდი ხალხში, ფუჭად დაითესა და მოსავალი არ მოვიდა.

შესაბამისად, საჭირო გახდა რაღაც საინფორმაციო მოდუსი ("ნიუს პოვოდი" ძველ ტელევიზიონშიკურ ენაზე), რომლის მეშვეობითაც პროპაგანდისტული ყალბი ჰიპერტექსტები ვირუსულად გავრცელდება და ტვინში გაჯდება. ეს პლატფორმა მაქსიმალურად სანახაობრივი, ხმაურიანი, რეზონანსული, დასამახსოვრებელი და პროპაგანდასთან ერთი შეხედვით კავშირში არმყოფი უნდა იყოს. ჰოდა, აირჩა კიდევაც თავდასხმების ფორმა, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

პროპაგანდის ამ ფორმის მთავარი ძალა, სამწუხაროდ და ერთი შეხედვით პარადოქსულად, ჩვენშია - ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში და მედიებში. პროპაგანდის ვერაგული ფორმა სარკისებური პროპაგანდაა, რაც ლიბერალური მედიის მიერ პროპაგანდის გაშუქებაში ვლინდება, რა დროსაც ჩვენ უნებურად ვავრცელებთ პროპაგანდისტულ ჰიპერტექსტებს, ვერთვებით და ამით ვქმნით პროპაგანდისტულ დისკურსებს.

ამიტომაც, ჩვენზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, გავაშუქოთ იმგვარად, რომ უკუშედეგი - პროპაგანდის გაძლიერება არ მივიღოთ, მისი დამარცხების და პროპაგანდისტული მითების დამსხვრევის ნაცვლად.- წერს ნიკა გვარამია. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი