მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
637 28 ივნისი 2023, 14:31

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.

როგორც ნიკოლოზ გუგეშაშვილი წერს, არსად დამალვას არ აპირებს.

„მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, ოთხი შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს. ასევე „ფეისბუქით“ გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ“, – წერს ნიკოლოზ გუგეშაშვილი.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც შსს-ში  აცხადებენ, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი