ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა - საზღვარგარეთის სასამართლოებში მან Credit Suisse-ს მოუგო მრავალმილიონიანი დავები და პირად დანაზოგებს იბრუნებს 
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
611 29 ივნისი 2023, 11:57
ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საზღვარგარეთის სასამართლოებში Credit Suisse-ს ფინანსური დავები მოუგო, რაც მის ქონებაზე აისახა. 
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული მსგავსი დეზინფორმაცია იმ კომიკური ტყუილების მსგავსია, რაც წლების მანძილზე ივანიშვილის ოჯახის მისამართით ვრცელდება. 


„ნაცპროპაგანდისგან ბოროტად მანიპულაციურია იმის ტირაჟირება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაიზარდა. 
საზღვარგარეთის სასამართლოებში ივანიშვილმა Credit Suisse-ს მოუგო მრავალმილიონიანი დავები, იბრუნებს მის პირად დანაზოგებს. 
"ტვ პირველის" ამგვარი მავნებლური დეზინფორმაცია იმ ტრაგიკომიკური ტყუილების სერიიდანაა, რაც მათ ივანიშვილების ოჯახს აკადრეს - "აბასთუმანში ცა გადაკეტა", "ქვემო ქართლის სათბურებიდან რუსეთს ბოსტნეულით ამარაგებს", "შეკვეთილში ზღვა მიიტაცა" და ა.შ. 
იმდენად შეელახათ 'ფეიკ ნიუსერებს' რეპუტაცია, რომ მათგან ამინდის პროგნოზის გაგებაც არადამაჯერებელია. სამარცხვინოა ამგვარ პროპაგანდისტებს ჟურნალისტები ერქვათ.“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი