თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც მთელი ევროპა საპენსიო ასაკის გაზრდაზე ფიქრობს სწრაფი დაბერების გამო, „ნაცმოძრაობა“ ხალხს მწარედ ატყუებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 03 ივლისი 2023, 17:46
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ მიერ საქართველოში საპენსიო ასაკისა დაწევასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება.  

როგორც ჩიბურდანიძე აცხადებს, „ნაცმოძრაობა“ ამ თემით სპეკულირებს და ამომრჩეველს ატყუებს.  


„ნაცმოძრაობისგან“ ტყუილი გასაკვირი არაა, თუმცა, როდესაც ასეთ პრობლემურ საკითხს ეხები და ხალხს ცრუ დაპირებებით კვებავ მხოლოდ არჩევნებში ხმების მოსაპოვებლად, მტერი ხარ საკუთარი ქვეყნის. 

შეუძლებელია ამ პარტიას ვინმე, ცოტათი მაინც ჭკუათმყოფელი ეკონომისტი არ ჰყავდეს და არ იცოდნენ, თუ რა პრობლემებია დღეს საქართველოში ერის დაბერების კუთხით. რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ ხალხს მიზანმიმართულად ატყუებენ. 

რეალობა კი ასეთია: 

ბოლო 10 წელია ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ ერის დაბერების დინამიკაზე საქართველოში. მოსახლეობისთვის რომ ადვილად გასაგები იყოს, მსურს მარტივად ავხსნა, რა არის ერის დაბერება? ერის დაბერება არის დემოგრაფიულ თაობებს შორის დისბალანსი, ანუ, როდესაც ხანდაზმულთა რაოდენობა აჭარბებს ბავშვების რაოდენობას და ხანდაზმულთა წილობრივი მაჩვენებელი დიდია მთელს მოსახლეობაში. ასევე, როდესაც იზრდება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქვეყანაში, რაც თავისთავად, ძალიან კარგია.  

ევროპული სახელმწიფოები უკვე დიდი ხანია დაბერებულ ერებად ითვლება. საქართველო კი მათ შორის პირველ ადგილზეა. ამიტომაც აქვს ევროპას და საქართველოს მძიმე დემოგრაფიული პრობლემები. ერის დაბერების დროს ქვეყანას აქვს უფრო მეტი გასაცემელი ბიუჯეტიდან პენსიისა და სოციალური დახმარებების სახით. სწორედ ეს იყო მიზეზი რამდენიმე წლის წინ ევროპაში საპენსიო ასაკის გაზრდისა. ამხელა დაწოლას ბიუჯეტზე თვით ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი ვერ უძლებენ. 

საქართველოში ყოველწლიურად ათასობით იზრდება პენსიონერთა რაოდენობა, ეს ძალიან კარგია, რადგან სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა გაიზარდა, რაც უპირველეს ყოვლისა, შედეგია საყოველთაო ჯანდაცვისა. გარდა ამის, უკვე 4 წელია საპენსიო ასაკში შესვლა დაიწყო მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში დაბადებულმა თაობამ (გასულ საუკუნეში ყველაზე მეტი ბავშვი სწორედ ამ ათწლეულში დაიბადა). აქედან გამომდინარე, პენსიონერთა რაოდენობა მომავალ წლებში საგრძნობლად  გაიზრდება. 

ამ სიტუაციაში  შეუძლებელია საპენსიო ასაკის დაწევა, რადგან ეს წელში გადატეხს ქვეყნის ბიუჯეტს. როდესაც ამაზე ესაუბრები მოსახლეობას, წამგებიანია და შენს მიმართ კრიტიკულად განაწყობ, მაგრამ ეს სიმართლეა და ეს ხალხმა უნდა იცოდეს.  

ქვეყნის მტერი უნდა იყო დღეს, რომ ეს საკითხი დააყენო. ეს არის მხოლოდ საარჩევნოდ მოსახლეობის მოტყუება და კონკრეტული ასაკოვანი სეგმენტის სიტყვიერი მოსყიდვა წინასწარ მიცემული ცრუ დაპირებებით. მათ კარგად იციან, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სურს საპენსიო ასაკის დაწევა, მაგრამ, მოსახლეობის 1%-მა თუ იცის რეალური პრობლემების შესახებ, რაც მთელი ევროპისა და მათ შორის, საქართველოს წინაშეც დგას. 

ამიტომ, არის ბოროტებით სავსე „ნაცმოძრაობა“. მართალია, დღეს მათი წინადადება უფრო მომხიბვლელია ხალხისთვის, ვიდრე ჩვენი დასაბუთებული ახსნა, თუმცა, მოკლე პერიოდის შემდეგ ჩვენგან გამჟღავნებული მათი კიდევ ერთი დიდი ტყუილი, საბოლოოდ, უფრო ეფექტური იქნება მათსავე წინააღმდეგ.“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი