დავით ქართველიშვილი: საბჭოთა „ვაის“ გაყრილები, დასავლეთის „ვუის“ შევეყარეთ იდენტური იმპერიალისტური, კოლონიალური, უსამართლობასა და მონობაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
556 03 ივლისი 2023, 23:25
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამით ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტობრივად გაიმეორა თეთრი სახლის პოზიციის გამხმოვანებელი გამოცემა Politico-ს ორი თვის წინანდელი განცხადება, რომ ევროკავშირის გეოგრაფიული გაფართოებისას საქართველო არ იგულისხმება. 

 „ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია. ამით ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტობრივად გაიმეორა თეთრი სახლის პოზიციის გამხმოვანებელი გამოცემა Politico-ს ორი თვის წინანდელი განცხადება, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირი ოფიციალურად განაცხადებს, თუ სად დასრულდება გეოგრაფიულად ევროკავშირის გაფართოება - და ამ განცხადებაში საქართველო ასევე აღარ იქნება ნახსენები. 

 ბოლო-ბოლო, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, ვინ მიიღოს და ვინ - არა საკუთარ ოჯახში. საქართველოს მიმართ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, პირადად ჩემი საინტეგრაციო სიმპათიები ეკუთვნის ორგანიზაციას, რომელმაც ბოლო წლებში „დიდი შვიდეულის“ ეკონომიკა ჩამოტოვა ზურგს უკან. ორგანიზაცია BRICS შედგება ხუთი მუდმივი წევრისაგან, ექვსი - წევრობის კანდიდატისა და კანდიდატის წევრობის 33 მაძიებელი ქვეყნისაგან, სადაც არიან NATO-ს და EU-ს წევრებიც. 

 ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილზე, კანდიდატის სტატუსის მაძიებლობაზე განაცხადის შეტანას თუ მოვესწარი - დარწმუნებული ვარ, გარდა საერთაშორისო ეკონომიკური „ბენეფიტებისა“, რამხელა ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოვა ქვეყანა, რომელსაც 33 წელი სჯიან იმისთვის, რომ საბჭოთა „ვაის“ გაყრილები, დასავლეთის „ვუის“ შევეყარეთ იდენტური იმპერიალისტური, კოლონიალური, უსამართლობასა და მონობაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი