უკრაინის რადას დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: ვიპოვეთ ნამდვილი მტერი სახელმწიფო და ვაძევებთ ელჩს? - ჩვენ თვითონ ვანგრევთ ურთიერთობებს იმ ქვეყანასთან, სადაც არის უკრაინის სრული მხარდაჭერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
482 04 ივლისი 2023, 20:00
უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში - გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოითხოვოს მისგან უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში „საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის"! აქამდე მსგავსი არ გამიგია,  - ასე აფასებს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, "ვერხოვნა რადას" დეპუტატი და უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და მოთხოვნას, რომ საქართველოს ელჩმა 48 საათში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად.

როგორც ივანა კლიმპუშ-ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა მსგავსი ნაბიჯებით თავად ანგრევს ურთიერთობას საქართველოსთან, სადაც უკრაინის მოქალაქეებს სრული მხარდაჭერა აქვთ. მისი თქმით, მიუღებელია საქართველოს მტერ სახელმწიფოდ წარმოჩენა და ელჩის გაძევება.
„უკრაინის ხელმძღვანელობის მორიგი ახალი უადგილო სიტყვა დიპლომატიაში - გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოითხოვოს მისგან უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში „საკუთარ მთავრობასთან კონსულტაციებისთვის"! აქამდე მსგავსი არ გამიგია...
ჩემო ფეისბუკ-მეგობარო ყოფილო დიპლომატებო, შეგიძლიათ მითხრათ, ეს ურთიერთობების დანგრევის რა ფორმულაა?
თავდაპირველად, ჩვენი ელჩი გამოიძახეს „კონსულტაციებისთვის“ ერთ წელზე მეტი ხნის წინ. შემდეგ ჩვენი ელჩი გაათავისუფლეს. წელიწადზე მეტია, რაც ახალი ელჩი არ არის დანიშნული და გაგზავნილი. გადაწყვიტეთ, რომ ასე შეგიძლიათ წარმატებით მოახდინოთ ზემოქმედება საქართველოში განწყობებისა და პოლიტიკის ცვლილებაზე, რეალური ინსტრუმენტების გარეშე? იფიქრეთ, რომ ასე უფრო ეფექტიანი იქნებოდა თქვენი მოსმენა?
ვიპოვეთ ნამდვილი მტერი სახელმწიფო და ვაძევებთ ელჩს??? საბოლოო ჯამში, ჩვენ თვითონ ვანგრევთ ურთიერთობებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც უკრაინის სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა სუფევს; იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია იყოს პარტნიორი, მიუხედავად ურთიერთობების სირთულისა...“ - წერს უკრაინის რადას დეპუტატი  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი