ზურაბ ქადაგიძე "ნაციონალურ მოძრაობას": კლინიკასთან 20 კაცი რომ მიგყავს და დროშებს ისე ჭიმავ, იქნებ ფართომასშტაბიანი გამოჩნდეს აქცია, ატყობთ რა "ხაბეიშვილიზაციაში" ხართ ჩავარდნილი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
516 04 ივლისი 2023, 20:33
"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ კლინიკა "ვივამედთან" გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ქადაგიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ადარდებს. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ "ვივამედის" ეზოში დროშების გაშლით, აქციის ორგანიზატორები შეეცადნენ, ადამიანების მცირე რაოდენობა ფართომასშტაბიან აქციად წარმოეჩინათ. 

"ტიპური სექტაა -  "ერთიანი ხლისტური მოძრაობა" თავისი ბუდარა და ბუდარიხებით... ჯერ ერთი, კლინიკასთან რომ მიდიხარ სადაც "მამა-მარჩენალი" გიწევს, იქ ხომ სხვა პაციენტებიც არიან და იმათი ჯანმრთელობა სულ არ გადარდებთ და მეორე - 20 კაცი რომ მიგყავს და დროშებს ისე ჭიმავ, ეგება ფართომასშტაბიანი გამოჩნდეს აქცია, ატყობთ რა "ხაბეიშვილიზაციაში" ხართ მთელი ნაც-მოძრაობა ჩავარდნილი? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement  Mikheil Saakashvili ატყობ რა ხაბეიშვილად ადარდებ ყველას,რომ 20 კაცი ძლივს შეგიკრიბეს?" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი