ლევან ნიკოლეიშვილი "ვივამედთან" აქციაზე - იქნებ ოდნავ მაინც გაითვალისწინონ, იმ საავადმყოფოში აფერისტი ავანტურისტის გარდა, სხვა ავადმყოფებიც არიან? არა მგონია "ქურქუმალ ხაბეს" ღრიალი ვინმეს იქ მალამოდ ეფინებოდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
469 04 ივლისი 2023, 20:35
საავადმყოფოში აქციის მოწყობა, უზარმაზრი დროშით და 20 რადიკალით, სიახლე არ არის, მაგრამ იქნებ ოდნავ მაინც გაითვალისწინონ იმ საავადმყოფოში აფერისტი ავანტურისტის გარდა, სხვა ავადმყოფებიც არიან?! - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.



მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ახლა კარგი კვება სჭირდება, ამიტომ, აქციის მოწყობის ნაცვლად, აჯობებდა მისთვის საჭმელი ეყიდათ. ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, სააკაშვილი სადაც უნდათ, იქ წაიყვანონ.

"საავადმყოფოში აქციის მოწყობა, უზარმაზარი დროშით და 20 რადიკალით, სიახლე არ არის, მაგრამ იქნებ ოდნავ მაინც გაითვალისწინონ იმ საავადმყოფოში აფერისტი ავანტიურისტის გარდა, სხვა ავადმყოფებიც არიან?! არა მგონია ქურქუმალ ხაბეს ღრიალი ვინმეს იქ მალამოდ ეფინებოდეს. ისე ამ ტაკიმასხრობას, რამდენიც მივიდნენ თითოს 1 ლარი დაედო, სადღაც 20 ან 30 ლარი შეგროვდებოდა და რამე ნორმალური საჭმელი ეყიდათ სააკაშვილისთვის.   ახლა მას რაც სჭირდება კარგი კვება, მერე ციხეში გადაყვანა, მერე სასჯელის მოხდა და უკრაინაში კი არა სადაც გინდა იქ წაიყვანეთ..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი