თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამიას მაგრად ეშლება - შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა - „ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ” - ეს იყო ჩასვრა და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
575 05 ივლისი 2023, 09:51

გვარამიას მაგრად ეშლება. შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ” ეს იყო ჩასვრა! და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში, - წერს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შეცდომა იყო მედიაშანტაჟით, ცილისწამებით და პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რომლის შემოქმედიც ნიკა გვარამია იყო.

“გვარამიას მაგრად ეშლება.

შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა “ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ”

ეს იყო ჩასვრა!

და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში.

შეცდომა, თანაც კატასტროფული, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის თითქოს მესიაა - მასზე აცოცების სანაცვლოდ.

ანუ შეცდომა იყო მედია შანტაჟით, ცილისწამებით, შავრაზმული პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რამაც მიშა არაჟნის კონტეინერით საქართველოში ჩამოაქანა და გააფარჩაკა - ხოლო დემოკრატიული პროცესი ბოლომდე დაანგრია.

და ეს შეცდომა გვარამიას შეცდომაა პირველ რიგში (მიშას შემდეგ).

ეგ იყო ამ ვირტუალური რეალობის შემოქმედი რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა. (დღესაც იგივეს აკეთებს მისი არხი)

ასე რომ ახლა იპროფესოროს და იყოს … ის იდიოტები, ვინც ახლა მის პოსტებს ალაიქებენ (ზუსტად ასეთივე თანხმობის ბღავილი ჰქონდათ საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებზეც) მაინც ვერაფერს მიხვდებიან და მათ მიუხედავად უნდა მოხდეს პროგრესი ამ ქვეყანაში.

პ.ს. ბოდიში მაგრამ, ყველას იდიოტად გთვლით ვისაც გვარამია მიშას და ამ ქვეყნის უბედურების მთავარი შემოქმედი არ გგონიათ ოპო ფლანგიდან - მიშას შემდეგ.

გულწრფელად გეუბნებით, მართლა კრეტინებად გთვლით..”, - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი