ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს, ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“  საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 06 ივლისი 2023, 14:18
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს  ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი! ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერის წყალობით.

ექსპერტის თქმით, ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“  საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთს  ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი!
ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული. სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და მისი ლიდერის წყალობით. თბილისიდან, 50კმ დაშორებით იქნა მოყვანილი რუსის ჯარი. ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს.
1. ენგურჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“;
2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“;
3. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“;
 4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
5. გუმათი 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
7. შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
8. ვარციხე1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
9. ვარციხე 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
10. ვარციხე 3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
12. ხრამი 1 - რუსული კომპანია „რაოესი“;
13. ხრამი 2 - რუსული კომპანია „რაოესი“;
14. ხრამი 3 - რუსული კომპანია „რაოესი“;
15. ხრამი 4 - რუსული კომპანია „რაოესი“;
16. ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“;
17. ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“;
18. გაზ.კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
20. გარდაბნის მე-9 ენერგო  ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
23. „მადნეული“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
24. „კვარციტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“;
26. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანია;
27. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ - რუსული კომპანია „ვითიბი“;
29. „ლუკოილ ჯორჯია“ - რუსული კომპანია „ლუკოილი“;
30. ზესტაფონის "ფერო"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი“;
31. ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“;
32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“;
33. თბილისის წყალი - რუსული კომპანია"ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი".
და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა "  საუბრობს "ქართული ოცნების" პრორუსულობაზე, სირცხვილია!
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი