საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაში მყოფი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვანი განაჩენი გამოუტანეს ღვთის გმობისა და არა-ადამი-ანური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საჯარო პროპაგანდას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
625 07 ივლისი 2023, 14:46
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ლგბტქ+ თემის პროპაგანდის კანონმდებლობით შეზღუდვას ეხება. 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, „საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაში მყოფი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვანი განაჩენი გამოუტანეს ღვთის გმობისა და არა-ადამი-ანური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საჯარო პროპაგანდას“:

„ლუციფერის ნაშიერნი ყოველწლიურ ჭინთვებში ცდილობენ კაცობრიობის ღვთაებრივი შექმნის ბიბლიური ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენონ. ცდილობენ ღმერთს დაუმტკიცონ, რომ ის არ არსებობს; რომ ადამიანი კაცისა და ქალის ურთიერთობების გარეშეც ჩნდება დედამიწაზე; რომ „მკრეხელობაა“ მხოლოდ ორი სქესის აღიარება, მაშინ, როდესაც „გენდერული მრავალფეროვნება“ ყოველწლიურად სულ უფრო ახალი მუტაციებით „ახარებს“ თავის თანამიმდევრებს. 

ამ ზაფხულის პერიოდში თავისი გაუკუღმართებული ბუნების აღლუმები უკვე ჩაატარეს მსოფლიოს „ცივილიზებულ“ ნაწილში. სამწუხაროდ, ჩაატარეს იერუსალიმშიც. საბედნიეროდ, ჩაატარეს სტამბულშიც. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა მოგვცეს პრაქტიკული მაგალითი - თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ უფლის გმობას ღვთისმოშიში ხელისუფლება. ამ კომპონენტში მუსლიმი ერდოღანი ქრისტიანულ მთავრობებსაც გვაძლევს მაგალითს.

დღეს მეტეხის ტაძრის პლატოზე, ქართული ეთნიკური და კონფესიური ტოლერანტობის სიმბოლო - წმ. ვახტანგ გორგასლის ძეგლთან, საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებაში მყოფი რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვანი განაჩენი გამოუტანეს ღვთის გმობისა და არა-ადამი-ანური, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის საჯარო პროპაგანდას.

ჩვენში არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ზოგი ალკოჰოლიზმს, ზოგი ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის. ზოგი მრუშობს, ზოგი სიძვაშია. ზოგს პედერასტია „შეერია“, ზოგს - ვერცხლისმოყვარეობა ამარცხებს და ა.შ. წარმოუდგენელია, ყველამ თავისი „საყვარელი“ ცოდვის სახელობის პრაიდები გამართოს და მით უმეტეს, ითხოვდეს ამ ცოდვათა ლეგიტიმაციას საკანონმდებლო დონეზე.

საქართველოში არავინ ერჩის არც პიდარასტებს, არც ლესბოსელებს - ამის შესახებ განმარტების გაცემა მათ უფლის წინაშე მოუწევთ, ადრე თუ გვიან. მაგრამ საზოგადოებას, ბავშვებს თავს მოახვიონ საკუთარი ცოდვითი მიდრეკილებანი და ცოდვით დაცემანი, თანაც ამას „სიამაყის აღლუმის“ ფორმით აკეთებდნენ - ამას მართლმადიდებლების, კათოლიკეების, გრიგორიანელების, მუსლიმების, ებრაელებისა და იეზიდების საქართველო არ დაუშვებს.“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი