ოთარ ანგურიძე - როცა სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იყიდიან და უკრაინასაც მიაწვდიან შეიარაღებას, ეს კი ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
568 08 ივლისი 2023, 15:29
რუსეთთან ვაჭრობის სტატისტიკის ხილვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს სიდიდისა თუ დასავლურობისა, ყველა პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებს - ასე ეხმიანება თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე გამოცემა Visual Capitalist-ის სტატიას „ვინ ყიდულობს რუსულ წიაღისეულ საწვავს 2023 წელს?“, რომლის თანახმად, ჩინეთის შემდეგ რუსული წიაღისეული საწვავის ყველაზე მსხვილ იმპორტიორს ევროკავშირი წარმოადგენს.

მისი თქმით, როცა სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იყიდიან და უკრაინასაც მიაწვდიან შეიარაღებას. ეს კი ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას.

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ პერიოდულად ვხედავთ სანქციების სერიებს რუსეთის წინააღმდეგ. ერთი შეხედვით თითქოს ყველა სფეროს ეხება ეს სანქციები. ალბათ, ბევრი იკითხავს - რატომ სანქციები? იმიტომ, რომ რუსული პროდუქტებისა და რესურსების გაყიდვა შემცირდეს, რათა რუსეთს შეუწყდეს შემოსავლები და მეორე მხრივ, შეაჩერეს დასავლურმა კომპანიებმა და სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ოპერირება მათი ტექნოლოგიური განვითარების ხელისშესაშლელად. თუმცა, მეორე მხრივ პერიოდულად ვხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას, სადაც ვნახულობთ, რომ სანქციები რჩება ფურცელზე და კარგად შელამაზებულ პიარ პროდუქტად, რის უკანაც ევროკავშირი და ცალკეულად ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან ბელგია, ნიდერლანდები, უნგრეთი, ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვები რჩებიან რუსული ბუნებრივი რესურსების ძალიან მსხვილ შემსყიდველებად. მეტიც, უკვე ბოლო ერთი წელია ანგარიშსწორებას ახორციელებენ რუსულ რუბლებში. რუსეთთან ვაჭრობის სტატისტიკის ხილვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს სიდიდისა თუ დასავლურობისა ყველა პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებს. როცა სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იყიდიან და უკრაინასაც მიაწვდიან შეიარაღებას. ეს კი ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას. იმათზე აღარაფერს ვამბობ საკუთარ ქვეყანას რომ მტრობენ საერთაშორისო სივრცეში კანდიდატის სტატუსის არ მოსაცემად. ასეთები ყოველთვის მრავლად ჰყავდა ჩვენს ქვეყანას, თუმცა ისტორიამ მხოლოდ განსაკუთრებულად დიდი გამყიდველების სახელები შემოგვინახა...“, - წერს ოთარ ანგურიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი