საზოგადოების და ხელისუფლების გონივრული ურთიერთქმედებით - მშვიდობიანად და უსისხლოდ იქნა ჩაშლილი „ელჭიპიტი“ პროპაგანდის ზეიმი ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
473 09 ივლისი 2023, 17:22
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ საზოგადოებრივ ძალებს, ვის გეგმებში იყო გუშინდელი „ელჭიპიტი“ ფესტივალის ჩაშლა, ოღონდ მათ ხელთ არსებული ყველა მშვიდობიანი, პატრიოტული, ქრისტიანული და კონსტიტუციური საშუალებებით“, - ასე ეხმაურება „LGBTQ+ს“ ფესტივალის ჩაშლას, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.


დავით ქართველიშვილი მადლობას უხდის შსს- ს დანაყოფებს, რომლებმაც პროვოკაციები აარიდეს საქართველოს და „LGBTQ+“ წარმომადგენლების ევაკუაცია მოახდინეს ფესტივალიდან. 


„საერთოდ არ ვაპირებ ანგარიშის ჩაბარებას იმ ძალების წინაშე, ვისაც გუშინ ლისის ტბაზე აუცილებლად ერთი, ორი „ელჭიპიტი“, ან ფიზიკურად უნდა გაენადგურებინათ, ან დაესახიჩრათ და ვინაიდან სისხლი არ დაღვრილა, მაგარ „ნეხვატკაში“ დარჩნენ თურმე და მათ შორის, მეც „მეშპილკავებიან“. აქვე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ თუ მიწერია რომელიმე ძალის მხრიდან „ქვებით ჩაქოლვა“  ეს იგივე ძალები იქნებიან, ვისაც გუშინ ერთი, ორი „ელჭიპიტი“ აუცილებლად უნდა ჩაექოლა.


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ საზოგადოებრივ ძალებს, ვის გეგმებში იყო გუშინდელი „ელჭიპიტი“ ფესტივალის ჩაშლა, ოღონდ მათ ხელთ არსებული ყველა მშვიდობიანი, პატრიოტული, ქრისტიანული და კონსტიტუციური საშუალებებით. განსაკუთრებული მადლობა შსს-ს დანაყოფებს, რომლებმაც უაზრო და მხოლოდ ქვეყნის მტრების ინტერესებში შემავალი პროვოკაციები აარიდეს საქართველოს და „ელჭიპიტი ბაბლის“ წარმატებული ევაკუაცია მოახდინეს არშემდგარი ფესტივალის ეპიცენტრიდან.

საქართველოს გეგმებში ვერ შევა პლანეტარული მასშტაბით განუხორციელებელი მისია  მსოფლიოში „ელჭიპიტი“ თემის ფიზიკური ლიკვიდაციის სახით. ეს ისევე წარმოუდგენელია, როგორც ზაფხულის კოღოს მოსპობა. მაგრამ მისი გამაღიზიანებელი ნაკბენების წინააღმდეგ დამცავი საშუალებების გამოყენება  სავსებით შესაძლებელია. იგივე ეხება „ელჭიპიტი“ თემს  საქართველოში მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა ჯერ საზოგადოების დონეზე უნდა იქნას გამორიცხული, ხოლო ლუციფერის მაქსიმალური დასუსტების შემთხვევაში  დარწმუნებული ვარ, შემდეგი მოწვევის პარლამენტში, ასევე საკანონმდებლო დონეზეც.

ბრმა უნდა იყო, ვერ იმჩნევდე, რომ ბოლო ერთი წელიწადია (განსაკუთრებით) ქვეყანაში მიდის ლუციფერის დასუსტების მიზანმიმართული კამპანია:
✅ კულუარული მავნებლობის რეჟიმიდან სააშკარაოზე გამოვიყვანეთ აგენტოკრატების მარიონეტებისა და მათი უცხოელი კურატორების საქმიანობა
✅ აქამდე უჩვეულო ტონალობისა და შინაარსობრივი გამჭვირვალობის რეჟიმში გადავიყვანეთ საქართველოში აკრედიტირებული აგენტოკრატების წარმომადგენლებთან საუბრის მანერა
✅ ხელი შევუწყვეთ აგენტოკრატების მარიონეტული პარტიების რეიტინგული ნიშნულების ფსკერამდე დაცემას
✅ აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის „ლუციფერის“ წარმომადგენლების მიერ ჩაგდების მიუხედავად  მაქსიმალურად გამოვიყვანეთ მისი მარიონეტები კომფორტული მავნებლობის ზონიდან
✅ მსოფლიოს თანამეგობრობის დონეზე მოვახდინეთ ჩვენი კონსერვატიული, ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობების დეკლარირება
✅ ქვეყნის მმართველი პარტია გამოვიდა საეჭვო იდეოლოგიური ფასეულობების მქონე ევროპარტიული თანამშრომლობის ყველა პლატფორმიდან
✅ საზოგადოების და ხელისუფლების გონივრული ურთიერთქმედებით - მშვიდობიანად და უსისხლოდ იქნა ჩაშლილი „ელჭიპიტი“ პროპაგანდის ზეიმი ქვეყანაში
✅ ასეთივე წარმატებით ჩაიშალა ქვეყნის „მაიდანიზაციისაკენ“ მიმართული, მარიონეტებისა და მათი კურატორების აქამდე განხორციელებული ყველა მცდელობა

ასე და ამრიგად მიმდინარეობს ქვეყანაში „ლუციფერის“ დასუსტების პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იმ ხელსაყრელ ჟამამდე, როდესაც ნოყიერი და დამუშავებული ნიადაგი აუცილებლად მიიღებს იმ თესლს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ნაყოფს გამოიღებს,  მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. ცოტაღა დაგვრჩა, რათა ქართველების ყველაზე ვერაგი ცოდვა - „მოუთმენლობა“ დავძლიოთ“, - წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი