ირაკლი ლატარია: თითქოს წესად იქცა, როგორც კი შეგედავება პროკურატურა - ოპოზიცია ვიყავი და მაგიტომო, ვერსად ვნახე ბაჩიაშვილის პოზიციები სადმე ეწეროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
537 09 ივლისი 2023, 20:36

მეც ძალიან, ძალიან ბევრი ვეძიე და მართლა ვერანაირი განცხადება ვნახე, სადაც რაიმე მხრივ პოლიტიკაზე არის საუბარი, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის იმ განცხადების საპასუხოდ წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდა თავდასხმის ობიექტი.

ლატარიას თქმით, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ ბაჩიაშვილს პოლიტიკური სახის განცხადება საჯაროდ არსად გაუკეთებია, შესაბამისად, მისი ადვოკატის პოზიცია გაუგებარია.


“მეც ძალიან, ძალიან ბევრი ვეძიე და მართლა ვერანაირი განცხადება ვნახე, სადაც რაიმე მხრივ პოლიტიკაზე არის საუბარი. თითქოს წესად იქცა, როგორც კი შეგედავება პროკურატურა - ეგრევე ოპოზიცია ვიყავი და მაგიტომო :) 

არადა, მართლა ვერსად ვნახე ბაჩიაშვილის პოზიციები სადმე ეწეროს...  ადვოკატის არ მიკვირს, მისი საქმეა დაიცვას კლიენტი მაგრამ თუ განცხადება არ არსებობს, მაშინ რაზე საუბრობს იგი..? :) ბოდვა ნუ!” - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი