ნინო ფოჩხუა გიორგი ბაჩიაშვილზე: პოლიტიკური ნიშნით დევნა ადრე იყო აქტუალური, ახლა აღარ ჭრის, მით უმეტეს, არანაირი პოლიტიკური აქტივობა მას არ უფიქსირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
571 09 ივლისი 2023, 21:04
სად ეცალა ბატონ  ბაჩიაშვილს  პოლიტიკისთვის, კრიპტო ვალუტის გამომუშავებასა და გათეთრებაზე იყო გადასული, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის საპასუხოდ, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება.

როგორც ნინო ფოჩხუა აღნიშნავს, ამ მიმართულებით საქმის წაყვანა, წაგების ტოლფასია, ვინაიდან, პოლიტიკური ნიშნით დევნა აქტუალური აღარ არის.


“სად ეცალა ბატონ  ბაჩიაშვილს  პოლიტიკისთვის, კრიპტო ვალუტის გამომუშავებასა და გათეთრებაზე იყო გადასული. პოლიტიკური ნიშნით დევნა ადრე იყო აქტუალური, ახლა აღარ ჭრის, მითუმეტეს არანაირი პოლიტიკური აქტივობა მას არ უფიქსირდება. არ ვიცი რა დონის ადვოკატია ბატონი ამსტერდამი, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, ამ მიმართულებით საქმის წაყვანა, წაგების ტოლფასია. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ინვესტორს, რომ არა კუთვნილი თანხის დაკარგვისა,  პროკურატურაში შეეტანა საჩივარი.
და ბოლოს, როცა ღმერთი ამხელა შანსს გაძლევს, ხვდები თანაინვესტირების ფონდში, მაღალ თანამდებობაზე, ასე უნდა მოიქცე?” - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი