დარწმუნებული ვარ, ბუნდესტაგის თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ინფორმაციით დაბრუნდება გერმანიაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
486 10 ივლისი 2023, 12:50
„გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნიშნავს ამ ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მან ჩვენი ქვეყნის ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვას ევროპულ საბჭოში.

„გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნიშნავს ამ ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ. პირადად უნდა დარწმუნდეს საქართველოში არსებულ ვითარებაში, პირადად ნახოს ინსტიტუციები, რეფორმები.

დარწმუნებული ვარ, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით დაბრუნდება თავის ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი