ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილს: ივანიშვილმა მიგიშვა, მაგრამ არ დაგფერთხა და არ გეშინია, რომ შენი რიგიც დადგება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
511 11 ივლისი 2023, 13:14

ფინანსური მაქინაციების გამო რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის განცხადებას, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს.

„კლასიკური ავანტიურა! ჯერ ერთი, რომ ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს... და მეორე, ფინანსური მაქინაციების გამო,რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა... უკაცრავად, მისტერ! შემთხვევით სხვაგან ხომ არ მოხვდით? რა სქემებს ხლართავთ და რა ავანტიურას აგორებთ, ეს ქვეყანა თვალში ხომ არ გეპატარავებათ?! სადაც გინდათ, რომელ სასამართლოშიც გინდათ იქ იდავეთ და დაიცავით თქვენი კლიენტის უფლებები, მაგრამ ფინანსური მაქინაციებისთვის დაკავებული, პოლიტ-დევნილად გაასაღოთ არ გამოგივათ! ცოტა ჭკუას მოუხმეთ”, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი