დიმიტრი ხუნდაძე: ნატოში ინტეგრაციის „ღია კარის პოლიტიკა“ ღიად რჩება - სამიტზე ბევრი ითქვა, მაგრამ იმდენი არ გაკეთდა, რომ საქართველომ ან უკრაინამ ნატოს წევრობა რეალურად აღიქვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
483 12 ივლისი 2023, 14:29
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს განცხადებით ეხმაურება.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, სამიტზე ბევრი ითქვა, მაგრამ იმდენი არ გაკეთდა, რომ საქართველომ ან უკრაინამ ნატოს წევრობა რეალურად აღიქვას.
„ნატოში ინტეგრაციის „ღია კარის პოლიტიკა“ ღიად რჩება.
სამიტზე ბევრი ითქვა, მაგრამ იმდენი არ გაკეთდა, რომ საქართველომ ან უკრაინამ ნატოს წევრობა რეალურად აღიქვას.
ამაზე უკმაყოფილებას თავად ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებაც გამოთქვამს, რადგან მათთვისაც გასაკვირია შეთავაზებული პირობა, რომ „უკრაინას ნატოში შეიყვანენ, თუკი ის რუსეთთან ომში გაიმარჯვებს”. როგორც ჩანს, ეს პირობა ჩვენზეც ვრცელდება და საჭირო იქნება ჩვენივე ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირების გზით, რის შემდეგაც შესაძლოა განიხილონ ჩვენი წევრობის საკითხი.
ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა, კიდევ უფრო სამწუხაროა რადიკალური ოპოზიციური ფლანგისეული აღქმები, თითქოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას დაუკმაყოფილეს მოთხოვნა, რომელიც მას ჰქონდა და მხოლოდ საქართველო არ მიიღეს ნატოში. ეს პროცესები კიდევ უფრო ნათელს და უალტერნატივოს ხდის საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას და რეალური პოლიტიკის წარმოების აუცილებლობას. სხვანაირად, შესაძლოა „ომში მონაწილეობაც არავინ დააფასოს, ან ჯილდო სიკვდილის შემდეგ მივიღოთ“. ამ შემთხვევაში საზეიმო მხოლოდ „პრაიდელებს“ დარჩებათ, რადგან პროტესტის გამომხატველიც აღარავინ იქნება. შესაძლოა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა მიზანიც სწორედ ეს იყოს.“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი