დავით ქართველიშვილი ვოლოდიმერ ზელენსკის: როდესაც გცალია და 18 ივლისს სააკაშვილის გათავისუფლებაზე საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადები, მანამდე საპარლამენტო პეტიციას უყრი კენჭს ამ თემაზე და უმაღლეს დონეზე გვარამიას უწყობ მიღებას ჩვენი მხრიდან რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი და რის მხარდაჭერაზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
598 15 ივლისი 2023, 16:24
„უკრაინას თავის შიდა ფრონტზე ამ ბრძოლის მოგების შანსი 2014 წლიდან ჰქონდა და ვერ ისარგებლეს, ამიტომაც ვხედავთ რა ხდება მანდ საგარეო საფრთხის მოგერიების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ,  „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
 როგორც ქართველშვილი აღნიშნავს, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია, უკრაინის პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილის გასათავისუფლებელ კონფერენეციის ჩატარებისთვის სცალია. „უკრაინული „ლოგიკა“ ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. ჯერ კიდევ 2022 წლის 25 თებერვალს იმისთვის რომ მოიცლი ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძეს „პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი“ რომ მიანიჭო. როდესაც, NATO-ს სამიტის წინ ქვეყნიდან საქართველოს ელჩს აძევებენ, ხოლო სამიტის შემდეგ კიევო-პეჩორას ლავრის წინამძღვარ მიტროპოლიტ პავლეს აპატიმრებ და გირაოს სახით მილიონ დოლარს ითხოვ, რომელიც მეუფეს არ გააჩნია. როდესაც ქვეყანა გენგრევა, ხოლო ზელენსკის და რეზნიკოვის მრავალმილიონიან სულ ახლად შეძენილ უძრავ ქონებაზე ტიკ-ტოკ კლიპები რეკორდებს ხსნიან. როდესაც გცალია და 18 ივლისს სააკაშვილის გათავისუფლებაზე საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადები, მანამდე საპარლამენტო პეტიციას უყრი კენჭს ამ თემაზე და უმაღლეს დონეზე გვარამიას უწყობ მიღებას ჩვენი მხრიდან რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი და რის მხარდაჭერაზე? გარდა ჩემი ხმამაღლა მიმართვისა უკრაინის ხალხისა და ჯარისადმი დაამარცხეთ შიდა მტერი, რის გარეშე ვერც ერთ გარე მოწინააღმდეგეს ვერ მოერევით! მიბაძეთ საქართველოს, რომელიც სწორედ რომ ომშია ჩაბმული, ოღონდ შიდა მტრებთან და მათ გარე მეკავშირეებთან. სანამ ჩვენ ამ შიდა მტრებს ვერ დავამარცხებთ ჩვენი საგარეო თავდაცვისუნარიანობა სერიოზული საფრთხის ქვეშ იქნება ყოველთვის. საქართველოს და უკრაინას ერთი და იგივე შიდა მტერი ებრძვის. უკრაინას თავის შიდა ფრონტზე ამ ბრძოლის მოგების შანსი 2014 წლიდან ჰქონდა და ვერ ისარგებლეს, ამიტომაც ვხედავთ რა ხდება მანდ საგარეო საფრთხის მოგერიების თვალსაზრისით“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი