დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: როგორ ხდება ტრანსფორმაცია მდგომარეობიდან „ძალიან რუსული“, მდგომარეობამდე „რუსულ-დასავლური“, შემდგომ მისი საბოლოო ვარიანტის - „ძალიან დასავლურის“ მიღწევამდე, თუკი წარსულიც, მენტალობაც და მთავარი ნარატივიც („ფულს სუნი არა აქვს“)  უცვლელი რჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
605 16 ივლისი 2023, 19:03
„რუსოფობიურ“ ორგიებში იყვნენ მოსკოველი „ემ-გე-უ-შნიკისა“ და ბიზნესმენ გახარიას პარტიელებიც. იყო კიდევ ერთი განთქმული „რუსოფობი“ ჭყონია, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსეთის ბაზარზე ასობით მილიონი რუბლი გააკეთა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, წინანდლის მიდამოებში გამართულ „პოლიტიკურ ორგიებში“  მონაწილეობს ძალიან ბევრი ცნობილი „რუსოფობი“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზეც კი არ თაკილობს რუსეთში ფულის გამომუშავებას.

"დღეს წინანდლის მიდამოები ჩვენმა პოლიტწურბელებმა გადაავსეს. აი, პერიოდულად იმ ბიოლოგიური მასალის ძიებაში რომ არიან, ვის რა სითხე გამოსწოვონ საკუთარი უუნარო ამბიციების სახელისუფლებო „VIP-ლოჟაში“ მოთავსების მიზნით. ჩვენთვის სამწუხაროდ, ცნობადი სახეები, პოლიტმწოვარები, წლების განმავლობაში სწოვენ უკვე ყველას და ყველაფერს. „რესპუბლიკელები“ და „გახარისტები“ სწოვდნენ და სწოვენ ჯერ „ოცნებას“, მერე ერთმანეთს (უკეთ გაცნობის მიზნით), ახლა - „ნაცებს“. „წურბელასავით წოვე ლაპარაკის ნაცვლად!“ - ამ და სხვა ლოზუნგებით, დღეს დახურულ სივრცეში წინანდალში, პოლიტიკური „ორგიები“ ჰქონიათ.

ამ „ორგიებში“ ისინიც არიან ჩართულები, ვინც თურმე საბჭოთა კავშირის დროიდან უძველეს - „დისიდენტურ“ რუსოფობიურ პარტიას წარმოადგენენ. მათ გვერდით შევამჩნიეთ ისიც, ვისაც მოსკოვში ყოველი გამგზავრება „КВН“-სა და მასლიაკოვის უნებლიე, ღიმილი, საკუთარი მისამართით რუსულად შესრულებული უნიჭო სიმღერების საფასურად სიცოცხლეს მატებდა. ამ „რუსოფობიურ“ ორგიებში იყვნენ მოსკოველი „ემ-გე-უ-შნიკისა“ და ბიზნესმენ გახარიას პარტიელებიც. იყო კიდევ ერთი განთქმული „რუსოფობი“ ჭყონია, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსეთის ბაზარზე ასობით მილიონი რუბლი გააკეთა.

ამ „საინტერესო პროდასავლურ“ ფორუმზე კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მთავარი გამოცანა: როგორ ხდება ტრანსფორმაცია მდგომარეობიდან „ძალიან რუსული“ მდგომარეობამდე „რუსულ-დასავლური“, შემდგომ მისი საბოლოო ვარიანტის - „ძალიან დასავლურის“ მიღწევამდე. თუ კი არც წარსული, არც მენტალობა, და არც მთავარი ნარატივი („ფულს სუნი არა აქვს“) ამ პოლიტ-კოლმეურნეობაში წლების განმავლობაში უცვლელი რჩება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი