ზურაბ ქადაგიძე: ეჭვიც აღარ ჩნდება, თუ რა მექანიზმებით ცდილობენ ამერიკული და ევროპული სპეც-სამსახურები ივანიშვილზე გავლენის მოპოვებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
476 18 ივლისი 2023, 15:49
„ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის წინ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და რომ არანაირი ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ არ იმოქმედებს ქვეყნისთვის საზიანოდ. ეს კარგად იციან იმ აქტორებმა, ვინც ეს მსოფლიო მასშტაბის აფიორა დაგეგმა და კვლავ არ აკლებენ მცდელობას“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

მისი თქმით, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემქმნელების მხრიდან მცდელობა, საქართველო გამოყენებულ იქნას გეოპოლიტიკური მიზნებისათვის, არ წყდება.

„დღეს ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რატომ არ სრულდება სასამართლო გადაწყვეტილება და ეზღუდება საკუთარ კაპიტალთან წვდომა ბიძინა ივანიშვილს. “კრედიტ-სუისთან” დასრულებული სასამართლოთი და აბსოლუტურად გამართლებული ბიძინა ივანიშვილის საქმიდან გამომდინარე, უკვე ეჭვის ნატამალიც აღარ რჩება, რომ საქმე მთლიანად ინსინუაციური იყო და გარე ძალების ჩართულობით, მცდელობას ჰქონდა ადგილი, ფინანსური ბერკეტით მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილზე გავლენის მოპოვება. დღეის მონაცემებით, სასამართლოთი დაბრუნებული კაპიტალის 95%-ს აკონტროლებს ე.წ ამერიკული და ევროპული ჰეჯფონდები, რომელთა ვალდებულებაცაა კანონიერი მფლობელის კაპიტალით უზრუნველყოფა, თუმცა რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს ფონდები ზღუდავენ ფინანსებთან წვდომასა და სასამართლოს აღსრულებას. აქედან გამომდინარე, უკვე იოტისოდენა ეჭვიც აღარ ჩნდება, თუ რა მექანიზმებით ცდილობენ ამერიკული და ევროპული სპეც-სამსახურები ივანიშვილზე გავლენის მოპოვებას. მას შემდეგ, რაც შვეიცარიული ბანკი შეეწირა ამ გლობალური მაქინაციების სქემას, ახლა ჯერი ფონდებზეა, რომ ამ ფინანსური უზრუნველყოფის შეზღუდვით სცადონ სასურველი შედეგის მიღება. ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის წინ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და საქართველოს გლობალური პოლიტ-კონიუქტურის ჩარჩოებში მოქცევას და რომ არანაირი ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ არ იმოქმედებს ქვეყნისთვის საზიანოდ. მოკლედ, ეს კარგად იციან იმ აქტორებმა, ვინც ეს მსოფლიო მასშტაბის აფიორა დაგეგმა და კვლავ არ აკლებენ მცდელობას. გამოიყენებენ ზემოხსენებულ ფონდებს მაქსიმალურად და ისევე გაუნადგურებენ რეპუტაციას, როგორც შვეიცარიულ ბანკს. ასე რომ, გლობალური პოლიტ-კონიუბქტურის შემქმნელების მხრიდან მცდელობა, საქართველო გამოყენებულ იქნას გეოპოლიტიკური მიზნებისათვის არ წყდება.“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი