ვლადიმერ ბოჟაძე: ,,გლობალური ომის პარტია" ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 18 ივლისი 2023, 16:07
,,გლობალური ომის პარტია" ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ბოჟაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სარჩელი სრულად დააკმაყოფილეს, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას. მისი თქმით, ამ დაბრკოლების მიზეზი ერთია - “გლობალური ომის პარტიას” სურს, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს და წნეხის ფონზე, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას.

“,,გლობალური ომის პარტია" ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე. ზეწოლის ამოცანაა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და არსებულო წნეხის ფონზე, შეასრულოს მათი მთავარი მიზანი, საქართველოში გაიხსნას რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფრონტი! მიუხედავად იმისა, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას. ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუყენებია პირადი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე წინ, პირიქით, სწორედ სახელმწიფოს გადასარჩენად შემოვიდა პოლიტიკაში 2011 წელს და არა მხოლოდ ქონება, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა. დღესაც, მიუხედავად ასეთი მასშტაბის ზეწოლისა და ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, საქართველოს სახელმწიფო და ხალხი არ გახდება შანტაჟის მსხვერპლი, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და ომს, პირიქით, გარე და შიგა მტრების ჯინაზე იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!” - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი