ვატო შაქარიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე ლობისტური კომპანიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე: ევროპარლამენტის რეზოლუციაა იაფად, ჩავწერთ ყველაფერს, რაც თქვენ გულს გაუხარდება! თეთრს - შავად გამოვაცხადებთ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
503 19 ივლისი 2023, 13:06
საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, გიული ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.



მისი განცხადებით, ამერიკული ლობისტური კომპანიის მიერ გადახდილი  თანხით, ევროპარლამენტარები ჯალათს მსხვერპლად, ქველმოქმედს კი შურისმაძიებლად წარმოაჩენენ. 




“აბაა ევროპარლამენტის რეზოლუციაა იაფად! 

ჩავწერთ ყველაფერს, რაც თქვენ გულს გაუხარდება! თეთრს - შავად გამოვაცხადებთ! 
ჯალათზე დავწერთ, რომ მსხვერპლია და ქველმოქმედზე ვიტყვით, რომ შურისმაძიებელია! 
იმასაც კი ჩავწერთ, რასაც თქვენი ფანტაზია ვერ გასწვდება! 
მოდი ამერიკული ლობისტური კომპანიის კონტრაქტით და მიიღე ფასდაკლება! 308 €პარლამენტარი უყოყმანოდ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს! 
ბონუსად ვიოლა ფონ კრამონსაც გამოვაგზავნით საქართველოში, რომელიც მთლიანად თქვენს განკარგულებაში იქნება! ის ხომ ყველაფერზე “სპასობნია!”

იყიდეთ, იყიდეთ, ჩქარა თორემ… 
იყიდეთ ჩქარა თორემ…

იშლებაა… თავზე გვენგრევა…” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი