შალვა პაპუაშვილი - მივმართავ სამარცხვინო კამპანიაში ჩართულ ევროპარლამენტარებს, არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
541 19 ივლისი 2023, 17:02

სააკაშვილის მთელი საქმის სამარცხვინო გამოცდილების მიხედვით, მე მინდა, შევუერთდე ევროპარლამენტში მეტი გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულების კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ამერიკული კანონის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია ამხელს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიის მასშტაბებს.


„ეს კამპანია ცდილობს, არამარტო მიაღწიოს სააკაშვილის უკანონო დახსნას სამართლიანი და დამსახურებული განაჩენიდან, არამედ, ასევე, დააზიანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.


FARA-ზე გამოქვეყნებული უახლესი დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა „კეთილმოსურნე“ ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, ჩაემატებინათ სამარცხვინო ჩანაწერები ამ სავსებით უსამართლო რეზოლუციებში.


სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებიდან ვიცით, რომ სააკაშვილის თხოვნა, გადაეყვანათ საზღვარგარეთ „შესაბამისი სამედიცინო მკურნალობისათვის“, უარყოფილი იქნა, ვინაიდან მსგავსი მკურნალობა სრულად შესაძლებელი იყო იქ, სადაც სააკაშვილი ამჟამად სათანადო სასჯელს იხდის. ამგვარად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაამჟღავნა, რომ სააკაშვილის მიმართ „ცუდად მოპყრობის“ კამპანია არამარტო ხელოვნური, არამედ მთლიანად გაყალბებული იყო“, – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.


მისი თქმით, FARA-ს ახალი დოკუმენტები მთელ ამ ამბავს უფრო დამძიმებულ პერსპექტივაში წარმოაჩენს.


„სააკაშვილისადმი ცუდად მოპყრობის კამპანია არა მარტო სიყალბესა და მისტიფიკაციას ემყარებოდა, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციებიც კი, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული, ლობისტების ხელით იყო შექმნილი.


ამ ახალი, სკანდალური ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მინდა, მივმართო ევროპული პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ სამარცხვინო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, რომ არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ის ზიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს მიაყენეს საერთაშორისო მასშტაბით.


ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა ახლახანს სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ყატარგეითის შემდეგ, მნიშვნელოვანია, დაინერგოს ახალი წესები, რათა ევროპარლამენტის წევრებს დაევალოთ, საჯარო გახადონ ინფორმაცია ლობისტებთან კონტაქტის შესახებ. სააკაშვილის მთელი საქმის სამარცხვინო გამოცდილების მიხედვით, მე მინდა, შევუერთდე ევროპარლამენტში მეტი გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულების კამპანიას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი