დავით ქართველიშვილი: თუ ვინმეს დღემდე ვერ გაუგია, რა არის ის მინიმუმი, რითაც გადავრჩებით - ნუ გახდები „ნაცი“!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
599 20 ივლისი 2023, 11:08

არაღიარების პოლიტიკა სააკაშვილისთვის იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსაც რომ არ ეღიარებინათ ეგენი, ავღანეთიდან დუბაის მიმართულებით ბორტი აფრინდა ცნობილ ქართველ „არამღიარებლებთან“ ერთად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

ქართველიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ „უმასპინძლდებოდა“ სააკაშვილი უცხოელ სტუმრებს და როგორ ნიღბავდა ამ ყველაფერს არაღიარების პოლიტიკით.

„რას ჰქვია ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო, რომელიც დიახ, დავიქირავეთ და მუშაობდა ჩვენთვის და ძალიან მადლობელი ვარ, კარგად იმუშავეს და დამთავრდა უკვე“ - გიული ალასანიას ამ განმარტებაზე მივხვდი, რომ ჩვენ ამ დედა-შვილთან ტერმინოლოგიური გაუგებრობა გვაქვს. დაახლოებით იგივე თემაა: „რას ჰქვია, ჩემმა შვილმა საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა, ჩვენი ოკუპირებული მიწების „არაღიარების“ პოლიტიკას ემსახურებოდა“... აბა, რას ემსახურებოდა სააკაშვილის თავის დროზე ტაილანდში არაოფიციალური მოგზაურობა, თუ არა „არაღიარების“ პოლიტიკას, რათა „ჯუჯა“ სახელმწიფო ტუვალუს არ ეღიარებინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. გარდა ამისა

• მინსკიდან ძვირადღირებული სტრიპტიზის ოსტატების გამოწერა თბილისში ბელარუსის მხრიდან ასევე არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში იყო;

• VİP მეძავთა სუტენიორის, ამერიკელი მარინა მასოვეცკისა და სამხრეთ კორეის მსახიობ ლი სუ იონის გასაიდუმლოებულ სტუმრობაზე დახარჯულია 100 ათას ლარამდე, ასევე არაღიარების პოლიტიკას ემსახურებოდა. თუ ვინმე იტყვის, რომ კორეამ ამის შემდეგ ჩვენი სეპარატისტები აღიარა, ბიბლიაზე დაადოს ხელი;

• არაღიარების პოლიტიკა სააკაშვილისთვის იმდენად მომხიბვლელი გახდა, რომ 2012 წლის 31 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსაც რომ არ ეღიარებინათ ეგენი, ავღანეთიდან დუბაის მიმართულებით ბორტი აფრინდა ცნობილ ქართველ „არამღიარებლებთან“ ერთად - დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, თეიმურაზ ჯანაშია, დავით დარჩიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი კარბელაშვილი, სერგო რატიანი, კახა ბუცხრიკიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირაკლი ძნელაძე, გიორგი ღვინიაშვილი და დაცვის თანამშრომლები. ჰოი, საოცრებავ! ამ ვიზიტის შემდეგაც არაბეთის სამყაროს (სირიის გარდა) სოხუმი და ცხინვალი არ უღიარებიათ;

• ამავდროულად და იმავე დღეებში, არაღიარების პოლიტიკის გატარებაში თავისი წვლილის შეტანა მოინდომეს ალანა გაგლოევამ, სამირა ისმაილოვამ, კობა ხაბაზმა, ვახტანგ ლემონჯავამ, ლევან თარხნიშვილმა, პაატა ლეჟავამ, აზერ სულეიმანოვმა და გიორგი ალასანიამ, რომელთაც სასწრაფოდ დაუჯავშნეს დუბაის სასტუმროები Sofitel და Royal mirage;

• საერთო ჯამში, ავღანეთის სანაცვლოდ დუბაიში გატარებული არაღიარების ღონისძიებები (ახალი წლის აღნიშვნა) საქართველოს ბიუჯეტს 213 957 ლარი დაუჯდა;

• არაღიარების გზაზე მიღწეული პროგრესის შესამოწმებლად ახალი, 2013 წლის აღნიშვნიდან 2 კვირაში სააკაშვილი კვლავ ქირაობს დუბაიში სასტუმრო Royal Mirage-ს (18-20იანვარი) 8 სტუმრისთვის: რაფაელ გლუკსმანი, ალანა გაგლოევა, ირმა ნადირაშვილი, ლევან ქარდავა, გიგი უგულავა, დავით დარცმელიძე, გიორგი ვაშაძე, გიორგი ყარამანიშვილი. შეამოწმეს... არ უღიარებიათ! ყველაზე ხშირი შეკითხვა: „ეს როდისმე დასრულდება?“ პასუხი: არა! ეს „კეთრი“ უნდა ვატაროთ სიცოცხლის ბოლომდე. ამ კეთრთან ბრძოლა, მასთან შეგუება, მასთან პერიოდული გამკლავება არის და იქნება ჩვენი ამქვეყნიური ღვაწლისა და საბოლოო გადარჩენისთვის გასავლელი ტესტი. ჩვენ ვიცით, როგორები არ უნდა ვიყოთ, რათა გადავრჩეთ. თუ ვინმეს დღემდე ვერ გაუგია, რა არის ის მინიმუმი, რითაც გადავრჩებით - ნუ გახდები „ნაცი“! ჩვენ ვხედავთ, ვის და რაში არ უნდა დავემსგავსოთ. მათი ფიზიკური გაქრობა ვერ მოხდება. როგორც ჩანს, ამ ლეგიონთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ასე რომ, ნერვებს ტყუილად ნუ ვიშლით. ეს „კოჰაბიტაცია“ ისევ ჩვენი „გაჩალიჩებულია“. ჩვენი მერყევი, არათანმიმდევრული, მცირედმორწმუნოებრივი დამოკიდებულებით უფალთან, სახარებასთან, ეკლესიასთან. ასე რომ, დავას აზრი არა აქვს. რაც მოგვსვლია დავითაო - ყველა ჩვენი თავითაო. მათი ძალა კი ჩვენს სისუსტეშია. დავასუსტოთ, შეგვიძლია. გავაქროთ? - არა მგონია...“ - წერს დავითი ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი