ზურაბ ქადაგიძე: ვფიქრობ, სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
545 21 ივლისი 2023, 19:22
„იმის ნაცვლად, რომ პოლონურ მხარეს ბოდიში მოეხადა და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტა, კრიტიკა მივიღეთ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ პოლონეთი სააკაშვილთან დაკავშირებით  გარკვეულ როლს ასრულებს. 

„პოლონელი ექიმების ჩხრეკის ჩანაწერის გასაჯაროება კარგი თანამშრომლობა არ არისო, პოლონეთის საგარეო უწყებამ და პალატიდან ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმლით, უკანონოდ გამოტანა თურმე კარგი თანამშრომლობა ყოფილა. 

არ დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მეგობარი იყო და დღეს თუ პოლონეთში პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ვსაუბრობთ, შეიძლება  ითქვას, რომ არაფორმალურად, მაგრამ ძალიან ძლიერად წარმოდგენილი არის კაჩინსკის ძმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი შიდა, პოლონური პოლიტიკისთვის სჭირდება, რადგან პოლონურმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა მიხეილ სააკაშვილისა და გარდაცვლილი კაჩინსკის ურთიერთობა. ამიტომ არის პოლონეთი ამ საქმით ასე განსაკუთრებულად დაინტერესებული. 

ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს, მას სწორედ პოლონეთიდან გაუხსნეს საზღვრები დასაბრუნებლად. ანუ, ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი ამ ყველაფერში ასრულებს გარკვეულ როლს. სწორედ ამიტომ იყვნენ პოლონელი ექიმები ჩამოსულები და არა შვეიცარიელები ან - იტალიელები. პოლონელ ექიმს რომ გამოეტანა ეს ბიოლოგიური მასალა, რაც, რა თქმა უნდა, გაყალბებისთვის სჭირდებოდათ, ამას უკვე პოლონური მხარე გამოიყენებდა. ამის თქმის საფუძველს მათი საგარეო უწყების განცხადება მაძლევს. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტათ, რაც ადეკვატური პასუხი იქნებოდა, მივიღეთ პირიქით  - კრიტიკა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით. შემდეგ, ალბათ, რამე ვორკშოფს მოაწყობდნენ და გამოფენდნენ მასალებს, თუ როგორ „წამლავენ“ მიხეილ სააკაშვილს.“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი