დავით ქართველიშვილი: გინდ "შრილანკეთუმე" დაგვიძახეთ და გინდ "სახალინოფილები". არახამიას ელოდება "რიბენტროპისეული" დასასრული - გინდ ევროინტეგრაციის გზაზე და გინდ სადმე "პადზაბორამ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
567 22 ივლისი 2023, 16:55
"ერთადერთი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის "წინსვლას" ნატრულობს - სააკაშვილის ოჯახთან დაახლოვებული გარემოცვაა, რომელთა გარეშე ხდება იმ მილიარდების "ხერხვაში" მონაწილეობა, რაზეც აშენდნენ ზელენსკის ბანდის წევრები. აშენდნენ ქვეყნის გაყიდვაზე, ასობით ათასობით მსხვერპლზე, ოც მილიონამდე ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე", - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დავით არახამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს "ქართული ოცნების" ხელისუფლება უშლის ხელს.
ქართველიშვილის თქმით, მშვიდობიანი ძეგვი და დედოფლისწყარო ურჩევნია ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ბახმუტს.
"ერთადერთი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის "წინსვლას" ნატრულობს - სააკაშვილის ოჯახთან დაახლოვებული გარემოცვაა, რომელთა გარეშე ხდება იმ მილიარდების "ხერხვაში" მონაწილეობა, რაზეც აშენდნენ ზელენსკის ბანდის წევრები. აშენდნენ ქვეყნის გაყიდვაზე, ასობით ათასობით მსხვერპლზე, ოც მილიონამდე ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე. დღეს მშვიდობიანი ძეგვი და დედოფლისწყარო ურჩევნია ნორმალურ ქართველს, ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ბახმუტსა და მარიუპოლს. სულ რომ "ვიეტნამის ოცნება" დაუძახოს მშვიდობის შემნარჩუნებელ ხელისუფლებას უკრაინელების სისხლის მსმელმა არახამიამ, ქართველების ბედზე ნატრულობენ დღეს ევროინტეგრირებული უკრაინის ჯერ კიდევ ცოცხალი მოქალაქეები.
დღეს ადგილობრივი "არახამისტები", მამაკაცების ერთმანეთში დაფეხმძიმების ექსპერიმენტებს რომ აწვებიან - საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას უწუნებენ, მათ შორის იმ ქვეყნიდან, რომელშიც დევნილობიდან სულ მინიმუმ 5 მილიონი აღარასდროს დაბრუნდება სამშობლოში, ხოლო ნახევარ მილიონამდე რეპროდუქციული ასაკის მამაკაცი - ვეღარასდროს აღდგება მკვდრეთით.
და აწი, გინდ "შრილანკეთუმე" დაგვიძახეთ და გინდ "სახალინოფილები". არახამიას ელოდება "რიბენტროპისეული" დასასრული - გინდ ევროინტეგრაციის გზაზე და გინდ სადმე "პადზაბორამ". ამის დროის უკუსვლის მრიცხველი უკვე ჩართულია." - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი