კელი დეგნანის განცხადება, რომ არ უნახავს FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, არის უსუსურობის გამოვლინება და მიუთითებს იმაზე, რომ ის კუთხეშია მიმწყვდეული, ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ წაუკითხავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
691 22 ივლისი 2023, 19:35
ექსპერტი ანდრია გვიდიანი, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას აფასებს, სადაც მან აღნიშნა, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია არ უნახავს.

როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, ელჩის ეს განცხადება უსუსურობის გამოვლინებაა და იმაზე მიუთითებს, რომ მან გამოქვეყნებული დოკუმენტების საპასუხოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა. 
ექსპერტის თქმით, კელი დეგნანი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩასარევად დროის მოძებნას ყოველთვის ახერხებს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ვერ მოიცალა მან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გასაცნობად, როგორიც FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტებია.

„კელი დეგნანის განცხადება, რომ მას არ უნახავს Fara-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, არის უსუსურობის გამოვლინება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კელი დეგნანი კუთხეშია მიმწყვდეული და ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ არ წაუკითხავს. დამწყები პოლიტიკოსიც კი არ იკადრებდა ამ სამარცხვინო არგუმენტით თავის გამართლებას. 
სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არანაირ მოუცლელობასთან და დროის დეფიციტთან არ გვაქვს საქმე. ის გადასარევად ახერხებს დროის მოძებნას, ყველა საშინაო საქმეში ცხვირის ჩასაყოფად. და ამ დროს გვეუბნება, რომ ვერ მოახერხა რამოდენიმე გვერდიანი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაცნობა, რომელიც გამოქვეყნების შემდეგ არ კარგავს აქტუალობას?! ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ? სამარცხვინო კომიკური ხდება უკვე ამ ყველაფრის მოსმენა.“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი