თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველაფერთან ერთად, თავხედი ფრაერია მიშა მშვილდაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
634 24 ივლისი 2023, 01:05
მშვილდაძე არის ისეთივე ყალბი, როგორიც ფორმულა, ფორმულას მედია პოლიტიკა, ფორმულას პატრონის პოლიტიკური ამბიციები - წერს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილი, მიშა მშვილდაძეს, რომელიც ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფიძნებელია, “თავხედ ფრაერს” უწოდებს.

მისივე თქმით, არ აწუხებს ის ფაქტი, რომ “ფორმულას” წამყვანების გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს და მათ “უსინდისო დებილებად” მოიხსენიებს.

“ყველაფერთან ერთად, თავხედი ფრაერია მიშა მშვილდაძე. 

თავად შევარდა თენგო კირთაძესთან, ჩემი პოლიტიკური კომუნიკაციისთვის პასუხის გასაცემად და ახლა თავის კედელზე ბორგავს, რომ მის სისულელეებს მასხრად ვიგდებ. 

ამ კომენტარში მოქალაქეს უხსნის, რატომ არ ემსახურება საჯარო ინტერესს ფორმულა და რატომ ყავს საინტერესო სპიკერი დაბლოკილი. 

1) პირველ წინადადებაზე პასუხს მოგვიანებით გავცემთ - გავერთობით. 

2) რაც შეეხება სხვა იპოსტასში ევროპული საქართველოს აქტივობების გაშუქების საკითხს. 

მშვილდაძე არის ისეთივე ყალბი, როგორიც ფორმულა, ფორმულას მედია პოლიტიკა, ფორმულას პატრონის პოლიტიკური ამბიციები.... 

ა) სულ ახლახანს, ფორმულას რეპორტიორი იმ ტერიტორიაზე იდგა სადაც ნახევარი საათის განმავლობაში, ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი ანტიპუტინისტი ვარსკვლავი შონ პენი, აფხაზეთიდან დევნილ ლიანას, ვენერას და ნუცას, მუხლჩახრილი, ჩაკეტილ სივრცეში, ჩემთან ერთად უსმენდა და აზრებს მიზიარებდა.  

ფორმულამ ეს მოვლენა არ გააშუქა, მერე რა რომ ამ მოვლენის გაშუქება ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია - ეს ჩვენი პროექტია და ფორმულა არ აშუქებს (იგივეს კეზერაშვილის მარიონეტები ვერ შეძლებენ და იდილია დაერღვევათ). 

ბ) ერთადერთი აქცია რაზეც ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიყო, ევროპულმა საქართველომ მოაწყო. 

აქციამ მოიარა მთელი მსოფლიოს პრესა. 

ფორმულას ეს აქცია არ გაუშუქებია. 

გ) მთელი მსოფლიო მოიარა კამპანიამ ბუჩამდე იყო აფხაზეთი. არცერთი ტოკშოუ ამ საკითხს, ჩვენი მონაწილეობით, ფორმულაზე არ მიძღვნია. 

მე შემიძლია უამრავი ასეთი მაგალითი მოვიყვანო, რითაც დადასტურდება რომ მიშა მშვილდაძე უბრალოდ მატყუარაა და მისი ნდობა ისეთივე სისულელეა, როგორიც ირაკლი კობახიძის. 

3. ახლა რაც შეეხება იმას, რომ მე „დესტრუქციული სპიკერი“  ვარ: 

იდეალური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორიც ვარ, ასეთი ვმონაწილეობ სიენენის შოუებში, ასეთი ვზივარ ლინკოლნ ცენტრში, ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად და განვიხილავ მზარდ ავტორიტარიზმს, ასეთს მეპატიჟება ბრიტანეთის მთავრობა და აწ გარდაცვლილი მისი უდიდებულესობა დედოფალი, საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში და მათვალიერებინებს ტეტჩერის ოთახს დაუნინგ სტრიტზე, მას შემდეგ რაც ბრიტანეთის ხელისუფლების ყველა კუთხე კუნჭულს გამაცნობს. 

ალბათ უნდა შევწუხდე რომ გიორგი თარგამაძის, ვახტანგ სანაიას, მიშა მშვილდაძის, ქეთი დევდარიანის და სოფო ზურაბიანის გემოვნებას ვერ ვაკმაყოფილებ? 

არ ვწუხდები. 

უბრალოდ თუ ეს სამარცხვინო სიყალბე არ ჩამოინგრა, და ამათ ნაცვლად ჯანსაღი ალტერნატივა არ გაჩნდა, ქოცებთან ერთად საქართველოს დიდი ხმით აყროლებენ ამ სიყალბის ჭაობში. 

რაც შეეხება იმას რომ დებილები არ ხართ - არა მხოლოდ დებილები ხართ, არამედ უსინდისო დებილები ხართ, პირველი წინადადება კარგი იყო.” - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი