ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
551 24 ივლისი 2023, 16:15

სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების, სახელმწიფო და საჯარო უწყებების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რასაც ჩვენმა მთავრობამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მოვლენიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში კი ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, ვიტყოდი სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი